ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2015 წლის 3 აგვისტო ხაშური |
|
2. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.
3. საკრებულოში ელექტრონული საქმისწარმოების სრულ დანერგვამდე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობის გარდა, გამოიყენება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №93 განკარგულება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
2. ავტორიზაცია – საკრებულოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც საკრებულოს თანამშრომელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას;
3. ციფრული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა;
4. ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია;
5. განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა;
6. სამართლებრივი აქტი – საკრებულოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;
7. დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;
8. პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სამსახურთან.
2. საკრებულოში განცხადების წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში;
3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;
5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საკრებულოს შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.
თუ განმცხადებელი საკრებულოს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, საკრებულო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან /და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში საკრებულო მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საკრებულოში განცხადების წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში;
3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;
5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საკრებულოს შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.
6. თუ განმცხადებელი საკრებულოს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, საკრებულო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან /და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში საკრებულო მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
დანართი №1 მუხლი 1. რეგულირების სფერო3. საკრებულოში ელექტრონული საქმისწარმოების სრულ დანერგვამდე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობის გარდა, გამოიყენება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №93 განკარგულება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“
.