სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1304
2015 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ (ს/კ 202450837) სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გასაცემი დამატებითი სესხის თანადაფინანსებაზე.
2. დაევალოს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, განახორციელოს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მიერ სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება შემდეგი პირობებით:
ა) სესხის თანხა − 6 000 000 (ექვსი მილიონი) აშშ დოლარი;
ბ) სესხის მიზნობრიობა − სასათბურე მეურნეობის მშენებლობა (ძირითადი და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება);
გ) სესხის ვადა − 47-83 თვე (საშეღავათო პერიოდი 2016 წლის დეკემბრამდე);
დ) სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი − 11%;
ე) თანადაფინანსების წლიური საპროცენტო განაკვეთი − 10%;
ვ) საპროცენტო თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა − 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) აშშ დოლარი.
3. სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობისთვის საქართველოში“ დამატებითი სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების სხვა პირობები განისაზღვროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირობების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
- „სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 23.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1304. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019427.
- სად არის „სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „სტიმორ ასოსიატეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“, №1304, 23.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019427 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2890726/