წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2015
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.104.016243
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 555 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.02.2015 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.11.2015 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.09.2018 კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 17.02.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №31 2015 წლის 29 ივნისი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს:   1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი  დანართი №1  შესაბამისად. 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის   მოწმობის ფორმა დანართი №2–ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი № 1 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს  წესი  განსაზღვრავს  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის“ მინიჭების  სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს. 2. „საპატიო მოქალაქის“ წოდების  მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად. 3. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:  ა) საქართველოს მოქალაქეს,  რომელსაც განსაკუთრებული  დამსახურება აქვს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე. ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის  საქართველოსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის. მუხლი 2🔗. „საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები  1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით. 2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს: ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად  კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები. დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წერილობითი თანხმობა; ე) კანდიდატის 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3X4. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და ჩამორთმევა. 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს. 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო მოქალაქის  მინიჭების თაობაზე დასკვნას წარუდგენს გამგებელს. 3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი   „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების სახით. 4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, საზეიმო ვითარებაში. განსაკუთრებულ  შემთხვევაში „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ მოწმობა შეიძლება გადაცემულ იქნეს ნებისმიერ დროს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელის გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეიტანება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 6. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის წოდების  ჩამორთმევის საფუძვლები 1.  პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:  ა) საქართველოს სისხლს სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები; გ) ზოგადზნეობრივი ნორმები, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება; დ) საკუთარი სურვილით. 2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. დანართი №2 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა  ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის   საპატიო მოქალაქის” მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია საქართველოს მცირე სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს ცენტრში დატანილია წარწერა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქე“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის     საპატიო   მოქალაქე ფოტო                                        მოწმობა         ................................................................................                                    სახელი, გვარი        წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის გამგებლის      ----------- წლის ------ ------------------- №---- ბრძანებით      მიენიჭა   „წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის        საპატიო  მოქალაქის“   წოდება                  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის             გამგებელი  ---------------------------                                    (ხელმოწერა და ბეჭედი)