საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 06.07.2015
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016335
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2015 წლის 6 ივლისი
ქ. ახმეტა
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტში იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტში იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა
1. ხალაწანის ადმინისტრაციული ერთეული;
2. შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული;
3. კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეული;
4.თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული.
დანართი №2
ახმეტის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას
ქ. ახმეტის ადმინისტრაციულ ერთეულში:
1. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერი;
2. 9 აპრილის სკვერი;
3. კულტურის სახლის წინ არსებული სკვერი;
4. რუსთაველის ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი;
5. შინმოუსვლელთა მემორიალის ტერიტორიაზე არსებული სკვერი;
6. ყაზბეგის ქუჩაზე არსებული სკვერი;
7. მელიატორთა დასახლებასთან არსებული სკვერი;
8. რუსთაველის ქუჩაზე (სათიანოში) არსებული სკვერი;
9. სკოლა-ინტერნატთან არსებული სკვერი.