„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.018723
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2015 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19-25-ე პუნქტები:

„19.  2015 წლის  13-14 ივნისს ქ. თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ იმ ოჯახებს, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა ან სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, მოიპოვეს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება, ავტომატურად გაუგრძელდეთ/დაენიშნოთ საარსებო შემწეობა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების გარეშე,  2016 წლის 1 იანვრამდე.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახში წევრის დაბადების ან გარდაცვალების შესახებ ოფიცია­ლუ­რად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სა­­არსებო შემწეობა გადაანგარიშდება ავტომატურად (სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფა­სების გარეშე), ოჯახში არსებულ წე­ვრ­თა რაოდენობის შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციის მიღების ან/და ოჯახის სააგენტოში წერილობითი მიმართვის მომდევნო თვიდან.

21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზ­­რუნველყოს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრების სახელობითი სიის (ოჯახის თითოეული წევრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, და­ბა­დე­ბის თარიღი)  სააგენ­ტოსათვის მიწოდება, არაუგვიანეს 2015 წლის 15 ივლისისა და სიაში ცვლილების შემთხვევაში, არაუგვიანეს ცვლილებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვისა.

22. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მიწოდე­ბული მონაცემების სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.

23. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახი განთავსდება მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია აღნიშნული ოჯახისა და მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შესახებ.

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

25. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე 2016 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ წესის მე-5, მე-9, მე-10 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესითა“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი