საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1446
2015 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აღარ წარმოადგენს ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. №3/5-ში მდებარე უძრავი ქონების მოსარგებლეს, ხოლო აღნიშნულ შენობაში განთავსებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ამასთან, კომუნალური ხარჯების განცალკევება შენობის აგებულებისა და სახელმწიფო უწყებების განლაგების მიხედვით შეუძლებელია, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე ნება დაერთოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას განახორციელოს უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. N3/5, მომსახურებისათვის გაწეული დანახარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის შემთხვევაში – დიზელ-გენერატორის მუშაობის ხარჯები) დაფარვა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 07.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1446. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019527.
- სად არის „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“, №1446, 07.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019527 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2907967/