საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №470
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობებში (ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქუჩა №3, ქ. თბილისი, სულხან-საბას ქ. №1 და ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №5), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განთავსებულია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, ნება დაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განახორციელოს შენობების მომსახურებისთვის 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით გაწეული ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და დიზელ-გენერატორის მუშაობის ხარჯები) დაფარვა, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის - „განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“ (პროგრამული კოდი: 32 01 01) - ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი