საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№958
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023747
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №958

2017 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობებში (ქ. თბილისი,  გ. ლეონიძის ქუჩა №3, ქ. თბილისი, სულხან-საბას ქ. №1 და ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №5) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განთავსებულია სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ნება დაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განახორციელოს შენობების მომსახურებისათვის 2017 წლის პირველი აპრილიდან 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გაწეული ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და დიზელგენერატორის მუშაობის ხარჯების) დაფარვა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გათვალისწინებული პროგრამის „განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა“ (პროგრამული კოდი: 32 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი