საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1442
2016 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობებში (ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქუჩა №3, ქ. თბილისი, სულხან-საბას ქ. №1 და ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №5), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განთავსებულია სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ნება დაერთოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განახორციელოს შენობების მომსახურებისათვის 2016 წლის პირველი აპრილიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გაწეული ხარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, დასუფთავების მომსახურებისა და დიზელ-გენერატორის მუშაობის ხარჯები) დაფარვა, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის – „განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“ (პროგრამული კოდი: 32 01 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი