1. მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებაში  პრევენციული მომსახურების პაკეტისა  და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები.

3.  დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.

4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

5. მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე.

6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დირექტორს.

7. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

8. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საცხოვრებელ სექტორში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით.

9. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.

11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი/ჯანდაცვის სპეციალისტები. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მოსამსახურის აზრი.

13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.

14. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.

15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათშ