1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:

ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება;

ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა;

გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;

დ) მსჯავრდებულთა  გათავისუფლებისათვის მომზადება;

ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.

2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისა