1. მოთხოვნის საფუძველზე მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას  განეკუთვნება.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.

3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა მსჯავრდებულს.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.

5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყო