1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების თითოეულ საცხოვრებელ სექტორში შენობის პირველ სართულზე ყველა მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.
3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
4. სექტორის შესაბამისი დანაყოფის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორი ან სოციალურ დარგში დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
5. სექტორის შესაბამისი დანაყოფის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სექტორის მენეჯერის ან სოციალურ დარგში დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. სექტორის შესაბამისი დანაყოფის სოციალური მუშაკი ვალდებულია დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არა უგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთ