1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. დაწესებულების შესაბამისი საცხოვრებელი სექტორის სოციალური მუშაკი და ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლები არ არიან ვალდებული უზრუნველყონ იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვა, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.
4. საცხოვრებელი სექტორის იმ დანაყოფის სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს თავისი საცხოვრებელი სექტორის კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რის შემდგომაც მოქმედებს ამ დებულების 67-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წეს