1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეები არ უზრუნველყოფს იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.
4. დაწესებულების სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რა დროსაც მოქმედებს ამ დებულების 71-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი