1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს საჩივრით მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფ