1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოწმობით, საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით, დაუყოვნებლივ შედიან დაწესებულებაში.
3. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
მოთხოვნა და საჩივა