1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.

2. სამინისტროსა და სამსახურის მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან მინისტრის, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ერთჯერადი ნებართვით ან მინისტრის, გენერალური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.

3. ნებისმიერი პირი, გარდა სამინისტროს, სამსახურისა და დაწესებულების მოსამსახურეებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.

4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.

5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმებას/დათვალიერებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს გენერალური დირექტორი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-ვიდეოგადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.

10. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას – დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგ