1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისათვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:
ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სარეაბილიტაციო პროგრამები;
გ) მსჯავრდებულთა დასაქმება;
დ) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ვ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინები