1. დაწესებულება ვალდებულია, შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.

2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის, მხატვრული), ისე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება.

4. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.

5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.

6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლებაში.

7. დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები.

8. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.

9. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა