1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დაწესებულების ტერიტორიაზე დასაქმდეს საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ აქვთ, მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულების მომზადება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი (პირი, რომელიც არ არის ბრალდებული/მსჯავრდებული ).
4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც აისახება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამოარჩიოს დაწესებულების დირექტორის მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.
6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებული არიან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებს ან/და სხვა პირებს.
9. შრომის პირობების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა საკითხებს.
10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუშაობა, განისაზღვრება ამ დებულების დანართი №6-ის შესაბამისად.
11. მსჯავრდებული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის“ შესაბამისად.
სამედიცინო მომსახურების ორგანიზე