1. საჩივრის ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრის რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრის ყუთი დაწესებულებაში უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, რომ მასზე არ განხრციელდეს მეთვალყურება.
3. საჩივრის ყუთი უნდა იყო დალუქული და ჰქონდეს წარწერა – „საჩივრების ყუთი“.
4. დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილის თანდასწრებით.
5. დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
6. საჩივრის ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. საჩივრის ყუთში არსებულ მოთხოვნებსა და საჩივრებს აღრიცხავს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე, რის შემდეგაც სოციალური განყოფილების მოსამსახურე მოთხოვნას/საჩივარს, ადრესატთან გაგზავნის მიზნით, ხელწერილით გადასცემს, დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას. დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე მოთხოვნის/საჩივრის ხელწერილით გაცაცემასთან ერთად, დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით უგზავნის მიმართვას მოთხოვნის/საჩივრის გადაცემის თაობაზე.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთ