1. დაწესებულების ადმინისტრაციული ნაწილი ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.

2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას.

3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ის ნომერი, რომელიც ამ დებულების 71-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მიერ მიენიჭა დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიმართვას და შესაბამისი კონვერტის კოდი.

4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარ