1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) მსჯავრდებულთათვის გასაცემი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ყოველ ჯერზე;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ყოველდღე;
გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობა კვირაში ერთხელ.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება ადმინისტრაციას.
4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს დეპარტამენტს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილ