მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.07.2015 ბოლო ცვლილება 08.02.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№352
სარეგისტრაციო კოდი
010140010.10.003.018737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №352

2015 წლის 17 ივლისი

ქ.თბილისი

 

მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და  ,,საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილების შესაბამისად და  „ერთი მხრივ,  საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №59 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს „მიგრაციის  მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



მიგრაციის  მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების

და ადმინისტრირების წესი

მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემების მიწოდების, დამუშავების, სისტემის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ და მონაცემთა წარდგენისათვის ვალდებულ ორგანოებს.
მუხლი 2
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში  ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების დამუშავებას და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს მიგრაციის ტენდენციების დასადგენად. 
მუხლი 3
მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნას და ადმინისტრირებას, სისტემისათვის მონაცემთა  დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
მუხლი 4
სააგენტოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს წარუდგენენ:

ა)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

ბ)   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ)   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური;

ვ)  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

თ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მუხლი 5
კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების წესი და მოცულობა განისაზღვრება სააგენტოსა და ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ორგანოებს შორის დადებული მემორანდუმების საფუძველზე.
მუხლი 6
სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის მე-2 მუხლში მითითებული ინფორმაციის დაცვა და მის საფუძველზე წარმოებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და  ,,საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილების შესაბამისად და  „ერთი მხრივ,  საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 იანვრის №59 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს „მიგრაციის  მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესი“ თანდართული რედაქციით.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

მიგრაციის  მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესი
მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისათვის საჭირო მონაცემების მიწოდების, დამუშავების, სისტემის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ და მონაცემთა წარდგენისათვის ვალდებულ ორგანოებს.

მუხლი 2🔗

მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში  ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შესახებ არსებული მონაცემების დამუშავებას და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს მიგრაციის ტენდენციების დასადგენად.

მუხლი 3🔗

მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნას და ადმინისტრირებას, სისტემისათვის მონაცემთა  დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).

მუხლი 4🔗

სააგენტოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს წარუდგენენ:
ა)  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

ბ)   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ)   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური;

ვ)  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

თ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მუხლი 5

კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების წესი და მოცულობა განისაზღვრება სააგენტოსა და ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ორგანოებს შორის დადებული მემორანდუმების საფუძველზე.

მუხლი 6🔗

სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ წესის მე-2 მუხლში მითითებული ინფორმაციის დაცვა და მის საფუძველზე წარმოებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.02.2019.
როდის იქნა მიღებული „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“?
„მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 17.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №352. სარეგისტრაციო კოდი — 010140010.10.003.018737.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.02.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“, №352, 17.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.018737 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2914899/