ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის - „თბილისი - ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი“ ფარგლებში,„თბილისი 2015“ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №146 3
2015 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის – „თბილისი – ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი“ ფარგლებში, „თბილისი 2015“ – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის – „თბილისი – ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი“ ფარგლებში, მიეცეს უფლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას „თბილისი 2015“– ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის, დედაქალაქში არსებული გვირაბების (გმირთა მოედანთან მდებარე საავტომობილო გვირაბი, დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი საავტომობილო გვირაბი) ოლიმპიური ფესტივალის ფერებში მოხატვისათვის მომსახურების შესყიდვა, 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი