საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №529
2015 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101
მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის,2011 წლის 7 აპრილის,№9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებითი უზრუნველყოფისათვის, 2015 წლის 15 თებერვლიდან 2015 წლის 1 ივლისამდე,კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაგანახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,შპს ,,სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისგან“;
ბ) შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“ განესაზღვროს წინასწარი ანგარიშსწორების განსხვავებული პირობა და გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.აგრეთვე, მასზე არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის,2011 წლის 7 აპრილის,№9 ბრძანების 21-ე მუხლის მოთხოვნები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო მოსამსახურეებისათვის,2015 წლის 15 თებერვლიდან 2015 წლის 1 ივლისამდე,გასაწევი კვებითი მომსახურების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი