საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2382
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018265
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2382

2014 წლის 19 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

      „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ -სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:

   ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს 2014-2015 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებითი უზრუნველყოფისათვის, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „ქართული კვების კომპანიისაგან“;

   ბ) შპს „ქართული კვების კომპანიას“ განესაზღვროს წინასწარი ანგარიშსწორების განსხვავებული პირობა და გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან, აგრეთვე, მასზე არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მოთხოვნები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო მოსამსახურეებისათვის 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე გასაწევი კვებითი მომსახურების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში.

       

 პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი