საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1529
2015 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებით უზრუნველყოფისათვის, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაგანახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისგან“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი