ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2015
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,031 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №24 2015 წლის 24 ივლისი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №24
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
იზოლირების თვისება დაზიანების ან/და ლპობის შედეგადაა შექმნილი ხის ადგილებისა და ხის ჯანმრთელი ქსოვილისგან იზოლირების უჯრედული რეაქცია. იზოლირება
ტოტი ხის ღეროს ან როკებისაგან გამოსული ნაკლებად გამერქნებული ან სრულიად გაუმერქნებული ხის გვერდითი ყლორტები, ხის ვარჯის შემქმნელი, რომელსაც გამოსხმული აქვს ფოთლები ან წიწვები
უწვრილესი ტოტი ტოტი, რომლის დიამეტრი 1 სმ-მდეა
წვრილი ტოტი ტოტი, რომლის  დიამეტრი 1-დან 3 სმ-მდეა
სუსტი ტოტი ტოტი, რომლის  დიამეტრი 3-დან 5 სმ-მდეა
უხეში ტოტი ტოტი, რომლის  დიამეტრი 5-დან 10 სმ-მდეა
ძლიერი ტოტი ტოტი, რომლის დიამეტრი 10 სმ-ზე მეტია
ტოტი, რომელიც ტოტის შემოკლების დროს არ იჭრება დაქვემდებარებული ტოტი, რომელმაც შემოკლებული ტოტის კვება უნდა უზრუნველყოს
ხის ღეროს და ტოტის ქსოვილის შეერთების ადგილი ხის ტანისა და ტოტის ქსოვილის შეერთების შესამჩნევად შესქელებული ადგილი
ხის კონტროლი/შესწავლა ხის ვიზუალური შემოწმება შესაძლო დაზიანებებსა და სიცოცხლისუნარიანობაზე
ხის მოვლა ღონისძიებები, რომლებიც ხესა და ხის საარსებო გარემოზე ტარდება ხის სიცოცხლისუნარიანობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ხის არასწორი განვითარების თავიდან ასაცილებლად
ხის საარსებო გარემო გარემოებანი ხის ირგვლივ, რომლებიც ხის განვითარებაზე გავლენას ახდენენ
ხის საარსებო გარემოს გაუმჯობესება გარემოებების გაუმჯობესება, რომლებიც ხის სიცოცხლისუნარიანობასა და ზრდაზე გავლენას ახდენს
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ იზოლირების თვისება 96% 31.08.2015 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ იზოლირების თვისება 95% 26.06.2015 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 27.07.2016 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 25.09.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 05.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება  №24 2015 წლის 24 ივლისი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  ხეების (მწვანე ნარგავების) მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი დანართი №1 ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესი 1.         შინაარსი 2.         გამოყენების სფერო 2.1.       ხის მოვლისა და დაცვის მიზანი 2.2.      მოქმედების სფერო 3.         მოსამზადებელი სამუშაოები 3.1.       ხის შეფასება 3.2.      მოვლის საჭიროება 4.         ვარჯის ფორმირება 4.1.       საერთო ინფორმაცია 4.2.      ჭრის ფორმები ვარჯის ფორმირებისთვის 4.2.1.    ჭრა  ხის ზრდის მიმართულების მისაცემად 4.2.2.    პროფილური ჭრა – განათების გაუმჯობესების მიზნით 4.2.3.    ხეების გამხმარი ტოტებისაგან გაწმენდა. 4.2.4.    ხის ვარჯის მოვლა 4.2.5.    ხის ვარჯის ფორმირება საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად 4.2.6.    ხის წანაზარდები 4.3.       განსაკუთრებული ღონისძიებები 4.3.1.    გადაბელვა 4.3.2.    ვარჯის შემადგენელი შიდა ტოტების გასხლვა 4.3.3.    ძლიერ გასხლული ხეების რეაბილიტაცია 4.3.4.    ვარჯის ჭრა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 4.3.5.    გამონაზარდებიანი მოკლედ შეკრეჭილი ხეების შემდგომი მკურნალობა 5.         ტერმინთა განმარტებები        2. გამოყენების სფერო 2.1. ხის მოვლისა და დაცვის მიზანი ხე წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა. ხეების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასახლებული პუნქტებისათვის ( ქალაქები, ადმინისტრაციული ცენტრები და სხვ.) ხშირად ხეები გაშენებულია ისეთ ადგილებში, სადაც მათ ფესვების განვითარების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. მიწის ზედაპირის მოასფალტების,  მოპირკეთებითი   სამუშაოებისა  და   ნიადაგზე   სხვადასხვა   მავნე    ნივთიერების (გამონაბოლქვი, მტვერი და სხვ.) დალექვის გამო ისინი ითვისებენ მავნე ნივთიერებებს, შედეგად მათი ვარჯი მექანიკურად ზიანდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ ესთეტიურ მდგომარეობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესვები და ხის ვარჯი ხშირ შემთხვევაში მოუვლელია, მაშინ, როდესაც ისინი უნდა გამოიყურებოდნენ ესთეტიურად, მყარად და უნდა იყვნენ გადატყდომისაგან დაზღვეულნი. ხეები უნდა ასრულებდნენ მათ უმთავრეს ფუნქციას, როგორიცაა ჩრდილის შექმნა, ჟანგბადის წარმოება და მტვრის ნაწილაკების შთანთქმა, ხმაურის დახშობა და სხვ. აღნიშნული ფუნქციების სრულყოფილად და ხანგრძლივად შესრულება მხოლოდ ჯანსაღ და ძლიერ ხეებს შეუძლიათ. ხის სიძლიერე  და სიცოცხლისუნარიანობა უმეტესად დამოკიდებულია მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილის აქტიურობასა და განვითარებაზე. ეს კი დამოკიდებულია ნიადაგში საკმარისი ჰაერის შემცველობაზე, ნიადაგის ტენიანობასა და შესაბამისი რაოდენობის მინერალებით მომარაგებაზე. გზების გასწვრივ დარგული ხეები ხშირ შემთხვევაში საშიშროების ქვეშ იმყოფებიან, მათ გარშემო ასფალტის ან ბეტონის ფენით ნიადაგის გადაფარვა და ვარჯის არასწორი ფორმირება ნეგატიურ გავლენას ახდენს ხის სიჯანსაღესა და სიცოცხლისუნარიანობაზე. 2.2.  მიზანი და ამოცანები ხეების მოვლისა და სხვლა – ფორმირების წესების შემუშავების მიზანია საქართველოს ქალაქებში, მათ შორის სატრანსპორტო მონაკვეთებში, არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, ეს კი შესაძლებელი გახდება ნარგავებისათვის შესაბამისი, დაცული გარემო პირობების შექმნით, ასევე მათ მიმართ მზრუნველობითა და საჭირო მოვლის ღონისძიებების პროფესიონალურად ჩატარებით. 3.  მოსამზადებელი სამუშაოები 3.1. ხის შეფასება  ხის  მოვლის წინასწარი შესწავლა ნიშნავს ისეთი  ღონისძიებების განსაზღვრას, რომელთა შედეგად მიღწეული იქნება სასურველი შედეგი, რაც მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ხის სპეციფიკური მონაცემების გათვლას ჯიშობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით; ხის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მოვლის ღონისძიებების განსაზღვრას; მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობის განსაზღვრას.        3.2. მოვლის საჭიროება ხის მოვლის ღონისძიებები წარმოადგენს ბუნებრივი ზრდის პროცესში ხელოვნურად     ჩარევას. მოვლის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვის უზრუნველსაყოფად  გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია ხეების მდგომარეობის მონიტორინგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საჭირო განსაზღვრული ღონისძიების ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების პერიოდი. აღნიშნული პროცედურა  პროფესიონალური და კვალიფიციური შეფასების წინაპირობაა. გასხვლა - ფორმირების ღონისძიებები, რომლებიც ხის ვარჯის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებას ემსახურება, სასურველია განხორციელდეს ადრეულ ეტაპზე და დროულად.     4. ვარჯის ფორმირება      4.1. საერთო ინფორმაცია ხის ვარჯის ფორმირებისათვის ჩატარებული ღონისძიებები ემსახურება ხის სასურველი ფორმით ზრდა - განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მას იყოს ძლიერი, ჯანსაღი და დაცული სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედებისგან (მაგ: სატრანსპორტო საშუალებები და სხვა) საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა ჩატარდეს, რომ ტოტების შეჭრის ადგილები მაქსიმალურად მცირე იყოს, რათა აცილებულ იქნას გასხვლა–ფორმირებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი უარყოფითი ზეგავლენა (როგორიცაა სოკოვანი დაავადებები და სხვ). წვრილი და სუსტი ტოტები შეიჭრება  ხელის ხერხით ან/და ტოტების საჭრელი მაკრატლით. ხის ტოტების დამოკლება ძირითადად სამ ეტაპად ხორციელდება: 1-ლი  ეტაპი: ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ქვედა მხრიდან, ტოტის სისქის დაახლოებით ¼ სიღრმეზე; მე-2 ეტაპი ხის ტოტის შეიჭრება  ზედა მხრიდან 3-5 სმ-ის დაცილებით. მე-3 ეტაპი - ღონისძიება ტარდება ხის ტოტის შეერთების ადგილას, რგოლის გასწვრივ. ხის ტოტების გასხვლის სამუშაოების ჩასატარებლად უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომელიც გასასხლავი ტოტის დიამეტრს სამჯერ უნდა აღემატებოდეს. მსხვილი ან ძლიერი ტოტების მოჭრა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. აღნიშნული გულისხმობს ღონისძიების ჩატარებას იმ სახეობებში, რომელთა რაოდენობაც თანდათანობით მცირდება, მაგალითად: წაბლის, არყის, ალვისა და ტირიფის ხეებში. აღნიშნული ღონისძიება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი ან/და ძლიერი ტოტების მოჭრით თავიდან ავიცილებთ  ხის დაზიანებას (მაგ: ხის გადატეხვა, გასკდომა და სხვა). აღნიშნული ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ ტოტის ხის ღერძთან შეერთების ან/და დასაცავი  ადგილი შენარჩუნებული იყოს, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება-აღდგენა (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას დაფარავს).  4. 2.  ჭრის ფორმები ვარჯის ფორმირებისთვის 4.2.1. ჭრა – ხის ზრდის მიმართულების მისაცემად ტოტები, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში უნდა გაისხლას, რათა შესაძლებელი გახდეს ვარჯის სტაბილური განვითარება. ამასთანავე რეკომენდირებულია, გადახლართული, გადატეხილი ტოტების ან ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული ტოტების მოცილება ან/და მოჭრა ერთი ტოტის დატოვებით. 4.2.2. პროფილური ჭრა – განათების გაუმჯობესების მიზნით აღნიშნული მეთოდით ხის სხვლა ადრეული ხნოვანებიდან იწყება. ასეთი ჭრა უნდა ჩატარდეს ყოველ 2–3 წელიწადში ერთხელ. ხეებისთვის საჭირო განათების მისაღებად ჭრა თანდათან უნდა განხორციელდეს. აღნიშნული ჭრა უნდა შესრულდეს რამოდენიმე წელზე გადანაწილებით. ხეებს, რომლებიც გზების გასწვრივ არის დარგული, უნდა შეუნარჩუნდეს ვარჯის სიდიდის მინიმუმ ნახევარი. დიდხნოვანი ხეებისთვის საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად საჭიროა ჩატარდეს ინტენსიური ჭრა სუსტი და უხეში ტოტების მოსაცილებლად. ძლიერი ტოტების მთლიანი მოშორება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული. სატრანსპორტო და საფეხმავლო ქუჩების გასწვრივ დარგული ხეების სხვლა-ფორმირება ტარდება იმგვარად, რომ დაცული იყოს როგორც სატრანსპორტო საშუალების, ისე ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოება. შესაბამისად, სამანქანე გზის სავალი ნაწილის მხარეს ადრეული ასაკიდანვე ისხვლება  ხის ქვედა ტოტები 4,50 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო საფეხმავლო ზონის მიმართულებით – 2.50 მეტრის სიმაღლეზე. 4.2.3. ხეების გამხმარი ტოტებისგან გაწმენდა სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხეები უნდა გაიწმინდოს ხმელი და გადატეხილი, წვრილი ზომის ტოტებისაგან. 4.2.4. ხის ვარჯის მოვლა ხის ვარჯის მოვლა გულისხმობს ხეების გადახლართული, მოტეხილი ტოტების ან ისეთი ტოტებისგან გაწმენდას, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, აგრეთვე ხმელი ტოტების მოცილებასა და შეჭრას ხის ვარჯისათვის საჭირო განათების უზრუნველსაყოფად. 4.2.5. ხის ვარჯის ფორმირება საჭირო განთების უზრუნველსაყოფად  ხის ვარჯის საჭირო განათებით უზრუნველყოფის მიზნით ხის ფორმირება ხდება უმეტესად ტოტების შეჭრით გარეთა მხრიდან - წვეროსაკენ. ხის გარშემოწერილობის მიხედვით არჩევენ წვრილი და მსხვილი ტოტების სუსტ, საშუალო და ძლიერ გამოხშირვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ არ გამოიწვიოს ხის დაზიანება ან/და მისი ფორმისა და იერსახის მნიშვნელოვანი ცვლილება. 4.2.6. ხის წანაზარდები ხის ღეროსა და განშტოებაზე წარმოქმნილი ან/და არსებული წანაზარდები უნდა მოცილდეს ბრტყლად, მთელ დიამეტრზე. 4.3. განსაკუთრებული ღონისძიებები ვარჯის ნაწილის, ან მთლიანი ვარჯის ძლიერ დამოკლება მნიშვნელოვნად ცვლის ხის საერთო გარეგნულ იერსახეს. მისი ასიმილაციის (საკვები ნივთიერების და ენერგიის მიმოქცევა) ფართობი ძლიერ მცირდება, სქელი და ძლიერი ტოტების ჭრის გამო იქმნება ხის გულის სიდამპლის განვითარების საშიშროება, რის შედეგადაც ხე სუსტდება და მცირდება მისი სიცოცხლისუნარიანობა. 4.3.1. გადაბელვა გადაბელვა ნიშნავს ხის მთლიან ვარჯზე, ან მის ნაწილზე ძლიერი ტოტების შემოკლებას ან მთლიანად მოშორებას (განშტოებების გადაბელვა). იმ შემთხვევაში, თუ ვარჯი მთლიანად იჭრება, ისე რომ მხოლოდ ხის ღერო რჩება, ღეროს გადაბელვა ეწოდება, თუმცა ასეთ ღონისძიებას მოჰყვება ნეგატიური შედეგები, როგორიცაა საკვები ნივთიერებების (გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება და ზრდა. ხის ვარჯის ასეთი ადგილები კვდება და იწყება ლპობის პროცესი, ირღვევა წონასწორობა ფესვებსა და ვარჯს შორის) უკმარისობა და ფესვთა სისტემის კვდომა. ეს ორივე ფაქტორი გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით, რომელსაც ხის სტრუქტურის ნეგატიური შეცვლა შეუძლია. მოსალოდნელია ხის გადატეხვის საშიშროების ზრდა და მისი მდგომარეობის შემცირება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ხდება მისი ნაადრევი მოჭრა. ამის გამო, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია ხის ღეროს გადაბელვა. 4.3.2. ვარჯის შემადგენელი შიდა ტოტების გასხვლა დაზიანებული ტოტები ან/და ხის ვარჯის ნაწილი  სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის საარსებო გარემოს შესაბამისად უნდა დამოკლდეს. ვარჯის დაუზიანებელი ნაწილი კი შემოკლებულ ნაწილთან შეფარდებით უნდა შეიჭრას ან გამოიხშიროს (მცენარეთათვის საჭირო განათების მისაღებად). 4.3.3. ძლიერ გასხლული ხეების რეაბილიტაცია ხის მთლიანი ვარჯი სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებიდან და ხის საარსებო გარემოდან გამომდინარე, უნდა შემოკლდეს ისე, რომ ამ ღონისძიების შემდეგ ვარჯმა შეძლოს შემდგომი განვითარება. 4.3.4. ვარჯის ჭრა უსაფრთხოების უზუნველსაყოფად ხეებს, რომლებიც ძლიერ არიან დაზიანებულნი და საფრთხეს უქმნიან  ტრანსპორტის მოძრაობას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საჭიროა, შეუმოკლდეს მსხვილი და დაზიანებული ტოტები. 4.3.5. გამონაზარდებიანი მოკლედ შეკრეჭილი ხეების შემდგომი მკურნალობა ახლად ამოზრდილი წანაზარდები მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა განცალკევდეს ან შემოკლდეს. შეჭრა უნდა შესრულდეს უკვე განხორციელებული ჭრის ადგილიდან ზემოთ, მაგრამ არა ღონისძიების ან/და დაზიანების შედეგად გაჩენილი ჭრილობის შეხორცების ადგილას. ე.წ. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისტემატურად 3-5 წელიწადში ერთხელ. ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ წლების მანძილზე შეიქმნას ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა აქამდე მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.     5. ტერმინთა განმარტებები იზოლირების თვისება დაზიანების ან/და ლპობის შედეგადაა შექმნილი ხის ადგილებისა და ხის ჯანმრთელი ქსოვილისგან იზოლირების უჯრედული რეაქცია. იზოლირება ტოტი ხის ღეროს ან როკებისაგან გამოსული ნაკლებად გამერქნებული ან სრულიად გაუმერქნებული ხის გვერდითი ყლორტები, ხის ვარჯის შემქმნელი, რომელსაც გამოსხმული აქვს ფოთლები ან წიწვები უწვრილესი ტოტი ტოტი, რომლის დიამეტრი 1 სმ-მდეა წვრილი ტოტი ტოტი, რომლის  დიამეტრი 1-დან 3 სმ-მდეა სუსტი ტოტი ტოტი, რომლის  დიამეტრი 3-დან 5 სმ-მდეა უხეში ტოტი ტოტი, რომლის  დიამეტრი 5-დან 10 სმ-მდეა ძლიერი ტოტი ტოტი, რომლის დიამეტრი 10 სმ-ზე მეტია ტოტი, რომელიც ტოტის შემოკლების დროს არ იჭრება დაქვემდებარებული ტოტი, რომელმაც შემოკლებული ტოტის კვება უნდა უზრუნველყოს ხის ღეროს და ტოტის ქსოვილის შეერთების ადგილი ხის ტანისა და ტოტის ქსოვილის შეერთების შესამჩნევად შესქელებული ადგილი ხის კონტროლი/შესწავლა ხის ვიზუალური შემოწმება შესაძლო დაზიანებებსა და სიცოცხლისუნარიანობაზე ხის მოვლა ღონისძიებები, რომლებიც ხესა და ხის საარსებო გარემოზე ტარდება ხის სიცოცხლისუნარიანობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ხის არასწორი განვითარების თავიდან ასაცილებლად ხის საარსებო გარემო გარემოებანი ხის ირგვლივ, რომლებიც ხის განვითარებაზე გავლენას ახდენენ ხის საარსებო გარემოს გაუმჯობესება გარემოებების გაუმჯობესება, რომლებიც ხის სიცოცხლისუნარიანობასა და ზრდაზე გავლენას ახდენს ხის ქერქი ხის მერქნის გარეგანი მკვდარი/გამხმარი უხეში ფარფლისებრი ფენა მოტეხვის უსაფრთხოება თოვლისა და ქარის გამო ხის გვირგვინისა და ხის ტანის გადატეხვის წინააღმდეგობის გაწევისუნარიანობა განშტოება ტოტის ორ ან რამდენიმე ნაწილად განშტოება ხის ვარჯი (საბურველი ან ვარჯი) გარეგნული სახე ხის ვარჯისა (მისი ფორმა)  ხის რეაქცია ხის რომელიმე ნაწილის დამატებითი ზრდა-გასქელება; პროცესი, როგორც რეაქცია გაწევაზე ან ზეწოლაზე ხის ჭრილობის ნაწილი („კალუს“) ჭრილობის გარეგანი ნაწილი, რომელიც გარკვეულ პირობებში მთლიანად ხორცდება ქსოვილი ხესა და მერქანს შორის („კამბიუმის შრე“) გაყოფისუნარიანი ქსოვილი ხესა და მერქანს შორის საკომპენსაციო ზრდა ხეთა თვისება ხის ქსოვილებში სუსტი ადგილების გათანაბრება ამ ადგილებში სწრაფი ზრდით ბურთისებრი ვარჯის მქონე ხე ხის გვირგვინის განსხვავებული (თავისი ფორმის მსგავსი) ფორმა, რომელიც იქმნება ხის ჩონჩხზე ცენტრალური ღერძის– ტოტის ხშირი შემოკლებისას ვარჯი ხის ნაწილი ხის ტანის (შტამის) ზემოთ ფუღუროსებრი გვირგვინი ტიტასფორმისებრი გვირგვინი, შიგნით ცარიელი მეორადი (სეკუნდარული) გვირგვინი ახალი გვირგვინი, რომელიც ხის შიდა ტოტების არეში განვითარდა, მაგალითად, რომელიმე ძლიერი ჭრის ღონისძიების შესრულების შედეგად საბურველის/ვარჯის - ქვედა ნაწილი ვარჯის/საბურველის ქვედა ტოტები საბურველის/ვარჯის ფუძე ტოტების წვეროების ქვედა მხარე ვარჯის ფართობი განისაზღვრება პროექციული დაფარულობით ვარჯის სიმაღლე მანძილი ვარჯის ძირიდან მის წვერომდე ვარჯის ბირთვი (გული) გვირგვინის ტოტების შიდა მხარე, რომელიც შედგება სუსტი, ძლიერი ან/და უხეში ტოტებისგან საბურველის შეკრულობა ვარჯის მთლიანი გარეგანი ფართობი ვარჯის ქოლგისებური ფართობი მიწის ფართობი, რომელსაც ხის ვარჯი ფარავს. ხის პროექცია ვარჯის ფორმირება ვარჯის ტოტების შეჭრა დანიშნულების შესაბამისად ვარჯის ნაწილობრივი შემოკლება ჭრის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება სატრანსპორტო  მიმოსვლის უსაფრთხოების დაცვის ან/და ხის გარშემო მიდამოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით,  როდესაც გვირგვინი ნაწილობრივად მოკლდება, (საჭიროების მიხედვით, ძლიერი და უხეში ტოტებიც). სხვადასხვა ხის ტიპისათვის დამახასიათებელი გარეგნული სახის მისაღებად ზოგჯერ საჭიროა შემდგომი მოვლითი ღონისძიებები ხის სწორად ზრდის მიმართულებით ჭრა. მისი განვითრების უზრუნველსაყოფად ჭრის ღონისძიებები, რომლებიც ახალგაზრდა ხეებზე ტარდება მათი გვირგვინების ხის ტიპის მიხედვით შესაბამისი ოპტიმალური განვითარებისათვის გადაბელვა ხის გვირგვინის ტოტებისა და შტოების არაპროფესიული ჭრა ისე, რომ ხე განადგურებამდე მიდის და და ფიზიოლოგიური აუცილებლობა არაა გათვალისწინებული მეტი განათების მისაღწევად ვარჯის ფორმირება   გვირგვინის გამოხშირვა, გათხელება ჯანმრთელი, უმეტესად წვრილი და სუსტი ტოტების მოჭრითაც ისე, რომ ხის აღნაგობა არ შეიცვალოს ვარჯის შემოკლება ჭრის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ხის გვირგვინზე სატრანსპორტო  მიმოსვლის უსაფრთხოების დაცვის ან/და ხის გარშემო მიდამოს უსაფრთხოების დაცვის გამო. საჭიროების მიხედვით, იჭრება ძლიერი და უხეში ტოტებიც ცენტრალური, ღერძული ტოტი ხის ცენტრალური, ღერძული ტოტის დაგრძელება ძლიერი განშტოება, ტოტები ხის ტანის დაბოლოებიდან ზრდადი, ესე იგი, განშოებული ძლიერი ტოტები, რომლებიც ხის გვირგვინს ქმნის ვერტიკალურად ზრდადი ტოტი ვერტიკალურად ზრდადი ტოტი, რომელიც უმეტესად ჰორიზონტალურად ზრდადი ტოტიდან ან გადაბელვის შედეგად შექმნილი ადგილიდან ვითარდება ხის ღერო ადგილი ხის ყელიდან გვირგვინის დასაწყისწამდე ფესვის ყელი ადგილი ხის ფესვებისადან ხის ღეროს დასაწყისამდე ხის ღეროს სათავე ხის ტანის სათავე, ადგილი, საიდანაც ხის ტოტები (ან ძლიერი განშტოება) იწყება უსაფრთხოება ხის მდგომარეობა, რომლითაც იგი არც მთლიანობაში და არც ნაწილობრივ, წინასწარ – განსაზღვრად საფრთხეს არ ქმნის სიცოცხლისუნარიანობა ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მის გარემოზე და გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, გამოიხატება შემდეგში: - ზრდა, ვარჯის/საბურველის სტრუქტურა და ფოთლით შემოსვა; - გარემოსთან შეწყობა-შეთავსების უნარი; - დაავადების წინააღმდეგ იმუნურობა - თვითაღდგენა. დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც მერქნის მამოდიფიცირებული გამჟღენთი შემადგენლობა თავის თვისებებს ინარჩუნებს. ფესვები უმაღლეს მცენარეთა ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომლის მთავარი დანიშნულებაა მიამაგროს მცენარე სუბსტრატზე და იქედან შეიწოვოს წყალი და მასში გახსნილი არაორგანული ნივთიერებები. უწვრილესი (ფუნჯა) ფესვები 0,1 სმ-ზე ნაკლები სისქის ფესვები, რომლებიც ემსახურება წყლისა და მინერალების აღებას მიწიდან წვრილი ფესვები 0,1 – 0,5 სმ-ის სისქის ფესვები სუსტი ფესვები 0,5 – 2 სმ-ის სისქის ფესვები უხეში ფესვები 2  – 5 სმ-ის სისქის ფესვები ძლიერი (ღერძულა) ფესვები 5 – სმ-ზე მეტი სისქის ფესვები განშტოება (გვერდითა ფესვები) ერთი ერთნაირი სიდიდის დიდი და ძლიერი ტოტების განშტოება, რომლებიც U და V ფორმის განშტოებას ქმნის.