სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2015
ძალაში შესვლა 30.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №379
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.018765
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2015
matsne.gov.ge 372 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2015 მიღება
30.07.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 14.08.2023 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 28.07.2016 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 29.07.2020 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 27.07.2017 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 29.01.2015

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №379 2015 წლის 30 ივლისი    ქ.თბილისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ მუხლი 1🔗 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლისა და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით: 1. მოქალაქეთა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2015 წლის პირველი აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1350-ით. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 998-ით. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1050–ით. 5. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2 –  მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს, ამავე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე. 7. 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიისათვის, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისიისათვის (შემდგომში – გამწვევი კომისია) განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის. 9. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. 11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 30 ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი