,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.126.016160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2015 წლის 3 აგვისტო

       ქ. თერჯოლა

 

,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლს 24 ივლისის №7 დადგენილებაში (ვებგვერდი, სსმ, 25.07.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.126.016092) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII თავი:

,,VII თავი

საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა

უფლებები და გარანტიები

მუხლი 391. საკრებულოს თანამდებობის პირთა შვებულებაში გასვლის წესი

1. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.

2. საკრებულოს თანამდებობის პირები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები შვებულებაში გადის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის (ბრძანება) საფუძველზე. შვებულებაში გასვლის დრო და ხანგრძლივობა საჭიროებს წინასწარ განხილვას და შეთანხმებას საკრებულოს თავმჯდომარესთან.

3.  საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ისარგებლოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო.

4. საკრებულოს თანამდებობის პირს აქვს შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების უფლება.

მუხლი 392. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს შვებულებით ორსულობისა და მშობიარობის გამო.

2. ორსულობის და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების  ხანგრძლივობა, დახმარება და კომპენსაცია განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულება შესაძლებელია თავიანთი შეხედულებისამებრ გადაანაწილონ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 393. საკრებულოს წევრთა მივლინება

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს მივლინებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხო სახელმწიფოში.

2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს გრძელვადიანი მივლინებით უცხო სახელმწიფოში.

3. უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება პირის გაგზავნა ერთ თვეზე მეტი ვადით.

4. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მივლინების ხარჯების ანაზღაურება.

5. საკრებულოს წევრის მივლინებაში გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა, პირობები და სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2015.
როდის იქნა მიღებული „,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.08.2015. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.126.016160.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №26, 03.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.126.016160 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2937098/