საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 03.08.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2015 წლის 3 აგვისტო
ქ. გურჯაანი
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №25 დადგენილებაზე” გამოცემული სამართლებრივი დასკვნის გათვალისწინებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს გურჯაანის მუნციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა და შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე (გარდა ამ ტერიტორიებზე გამავალი სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებისა) 2016 წლის 15 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა:
1. სოფელ ვაჩნაძიანისა და სოფელ კახიფარის ადმინისტრაციული ერთეული;
2. სოფელ კალაურის ადმინისტრაციული ერთეული;
3. სოფელ შაშიანის ადმინისტრაციული ერთეული;
4. სოფელ ვაზისუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
5.სოფელ მუკუზნისა და სოფელ ზეგაანის ადმინისტრაციული ერთეული;
6. სოფელ ველისციხის ადმინისტრაციული ერთეული;
7. სოფელ ახაშნის ადმინისტრაციული ერთეული;
8. სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციული ერთეული
9. სოფელ გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეული;
10. სოფელ ჭანდრის ადმინისტრაციული ერთეული;
11. სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეული;
12. სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციული ერთეული;
13. სოფელ კოლაგის ადმინისტრაციული ერთეული;
14. სოფელ ბაკურციხის ადმინისტრაციული ერთეული;
15. სოფელ კარდენახის ადმინისტრაციული ერთეული;
16. სოფელ ჩალაუბნის ადმინისტრაციული ერთეული;
17. სოფელ მელაანის ადმინისტრაციული ერთეული;
18. სოფელ კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
19. სოფელ ზემო კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული;
20. სოფელ ნანიანის ადმინისტრაციული ერთეული;
21. სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული ერთეული;
22. სოფელ არაშენდის, სოფელ ქოდალოს, სოფელ დარჩეთის, სოფელ ზიარისა და სოფელ ფხოველის ადმინისტრაციული ერთეული;
23. სოფელ ჭერემის ადმინისტრაციული ერთეული.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას:
1. ქ. გურჯაანში არსებული ქუჩები: ნონეშვილის ქუჩა, თავისუფლების ქუჩა, დ. გურამიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, ფარნავაზის ქუჩა, გ. ჭანტურიას ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა.
2. ქ. გურჯაანში არსებული სკვერები და ბაღები:
ა) აღმაშენებლის ქ №67-ში მდებარე „დიდების საბრძოლო მემორიალი“;
ბ) თავისუფლების ქუჩაზე მდებარე „მშვიდობის სკვერი“;
გ) თავისუფლების ქუჩაზე მდებარე „პაპას ბაღი“;
დ) დ. გურამიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად იქნას ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის №25 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.166.016222., 10.07.2015წ.).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი