„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2013 წლის 25 ოქტომბრის სასესხო ხელშეკრულებაში (ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზი) N1 ცვლილების ხელშეკრულება“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
(1) საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და
(2) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „EBRD” ან ბანკი) შორის.
იმის გათვალისწინებით, რომ:
(ა) 2013 წლის 25 ოქტომბერს მსესხებელმა EBRD-თან ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას („ძირითადი ხელშეკრულება“);
(ბ) მსესხებელმა აცნობა ბანკს, რომ პროექტის მიზნებისათვის შესყიდვების პროცესის შედეგად წარმოიშვა დაახლოებით 5 000 000 ევროს ეკონომია, რისი გამოყენების სურვილიც მსესხებელს გააჩნია „ზესტაფონი 500“ და „მარნეული 220“ ქვესადგურების განსაახლებლად და რაც შესაბამისობაშია პროექტის თავდაპირველ მიზნებთან, რომლებიც ემსახურება ელექტროგადამცემი ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაძლიერებას ისევე, როგორც ელექტროგადამცემის შესაძლებლობების ზრდას იმ ტერიტორიაზე, სადაც არსებობს შესაბამისი მოთხოვნა; და
(გ) მსესხებელს და EBRD-ს სურთ შეიტანონ ცვლილებები ძირითად ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ამდენად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
(ა) ამ ხელშეკრულებაში:
„ცვლილებები“ გულისხმობს განხორციელებულ ცვლილებებს ან იმ ცვლილებებს, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად.
„შეცვლილი ხელშეკრულება“ გულისხმობს ძირითად ხელშეკრულებას, რომელშიც შედის ცვლილებები ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
„ძალაში შესვლის თარიღი“ გააჩნია ამ ხელშეკრულების მე-3 პუნქტით მინიჭებული მნიშვნელობა.
„ძირითადი ხელშეკრულება“ გააჩნია პრეამბულის „ა“ პუნქტში მინიჭებული მნიშვნელობა.
(ბ) პირობებს, რომელიც განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით (პირდაპირ ან მითითებულია სხვა ხელშეკრულებაში ან ინსტრუმენტში) თუ სხვანაირად არ არის განმარტებული, გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა ამ ხელშეკრულებაში. ძირითადი ხელშეკრულების 1.02 პუნქტის დებულებებს უნდა გააჩნდეს იგივე მნიშვნელობა, თითქოს ეს დებულებები განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებაში სრულად.
(გ) ძირითადი ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება უნდა იქნეს განხილული როგორც ერთიანი დოკუმენტი.
პუნქტი 2: ცვლილება და მოქმედება
(ა) ძალაში შესვლის თარიღიდან, ძირითადი ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს ქვემოთ განსაზღვრულის და წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 1-ში განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.
(ბ) ძირითადი ხელშეკრულების დებულებები, წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილებების გათვალისწინებით, მოქმედებენ სრულად და მთელი ეფექტურობით.
პუნქტი 3: ძალაში შესვლის თარიღი
ძალაში შესვლის თარიღი იქნება თარიღი, როდესაც დაკმაყოფილებული იქნება შემდეგი პირობები:
(ა) მსესხებელი მიაწოდებს EBRD-ს სათანადოდ ხელმოწერილი ხელშეკრულების ორ ორიგინალს;
(ბ) მსესხებელი წარუდგენს EBRD-ს მტკიცებულებას იმ ფორმითა და შინაარსით, რომ ეს ხელშეკრულება რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და შესრულებულია მსესხებლის სახელით; და
(გ) EBRD წერილობით შეატყობინებს მსესხებელს, რომ ძალაში შესვლის ზემოაღნიშნული პირობები დაკმაყოფილდა.
პუნქტი 4: წარდგენები და გარანტიები
ა) მსესხებელი წარმოადგენს და იძლევა გარანტიას EBRD-ისთვის შემდეგ საკითხებზე:
(1) მას გააჩნია სრული უფლებამოსილება და ძალაუფლება, შეასრულოს, მიაწოდოს და განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით და ძირითადი ხელშეკრულებით (რომელიც იცვლება წინამდებარე ხელშეკრულებით) განსაზღვრული ყველა მისი ვალდებულება.
(2) იგი ახორციელებს ყველა აუცილებელ ქმედებას, რომელიც საჭიროა მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების და ძირითადი ხელშეკრულების (რომელიც იცვლება წინამდებარე ხელშეკრულებით) განხორციელებისთვის, მიწოდებისთვის და მოქმედებისთვის.
(3) წინამდებარე ხელშეკრულება შესაბამისად შესრულდა, მიეწოდა და ეს ხელშეკრულება და ძირითადი ხელშეკრულება, რომელიც იცვლება ამ ხელშეკრულებით პარლამენტის მიერ მისი რატიფიკაციის თარიღიდან, წარმოადგენს ძალაში მყოფ და კანონიერ ვალდებულებებს, განხორციელებადს მათთვის განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
(4) ყველა თანხმობა, უფლებამოსილება და ნებისმიერი სახის ქმედება, რომელიც აუცილებელია სათანადო განხორციელებისთვის, მიწოდებისა და მოქმედებისთვის მის მიერ და წინამდებარე ხელშეკრულების და ძირითადი ხელშეკრულების (რომელიც განახლდება წინამდებარე ხელშეკრულებით) შესაბამისად სათანადო მოქმედებისთვის, მიღწეულია და ძალაშია.
(5) ამ ხელშეკრულების განხორციელება და მიწოდება მის მიერ და ამ ხელშეკრულების და ძირითადი ხელშეკრულების (რომელიც იცვლება წინამდებარე ხელშეკრულებით) ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება არ საჭიროებს მისი არც ერთი კრედიტორის თანხმობას ან დამტკიცებას და არ ეწინააღმდეგება და არც წარმოადგენს დარღევას და ვალდებულებების შეუსრულებლობას და არ ეწინააღმდეგება რომელიმე დებულებას ან შეთანხმებას, კანონს, წესებს, რეგულაციებს, ბრძანებას, განაცხადს, მითითებებს, დადგენილებას, განკარგულებას, განსაზღვრებას ან მინიჭებას.
(ბ) მსესხებელი ცნობს, რომ მან განახორციელა წინასწარი წარდგენები და წარმოადგინა გარანტიები იმ განზრახვით, რასაც მოითხოვს EBRD ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად და რომ EBRD-მ გააფორმა ეს ხელშეკრულება იგივე საფუძვლით და სრული ნდობითა და დაყრდნობით თითოეულ ასეთ გარანტიებსა და წარდგენაზე.
პუნქტი 5. სხვადასხვა
(ა) ყველა მითითება „ხელშეკრულებაზე“ ძირითად ხელშეკრულებაში და ყველა მითითება ძირითად ხელშეკრულებაზე ყველა შესრულებულ ინსტრუმენტსა და შეთანხმებებში უნდა ეხებოდეს ძირითად ხელშეკრულებას, როგორც შესწორდა ამ ხელშეკრულებით.
(ბ) ეს ხელშეკრულება უნდა შესრულდეს სამ ეგზემპლარად, თითოეული მათგანი უნდა ჩაითვალოს ორიგინალად, მაგრამ ყველა მათგანი ერთად უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე ხელშეკრულებას. ამ ცვლილების ერთი ხელმოწერილი ორიგინალი უნდა ინახებოდეს მსესხებელთან ხოლო ორი ხელმოწერილი ორიგინალი უნდა დაუბრუნდეს EBRD-ის.
(გ) 2012 წლის პირველი დეკემბრით დათარიღებული სტანდარტული პირობებისა და წესების დებულებები ასახულია და გამოიყენება ამ ხელშეკრულებაში იმავე ძალით და მოქმედებს სრულად.
ამის დასტურად, მხარეებმა, მოქმედებენ რა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით, უნდა უზრუნველყონ წინამდებარე ცვლილების ხელშეკრულების ხელმოწერა თბილისში, საქართველო, ხელშეკრულების პირველ გვერდზე მითითებულ თარიღში.
დანართი 1
ცვლილებები ძირითად ხელშეკრულებაში
ძირითადი ხელშეკრულება უნდა შეიცვალოს შემდეგი სახით:
(ა) ძირითადი ხელშეკრულების დანართი 1-ის პირველი პარაგრაფის მთლიანად წაშლა და მისი შეცვლა შემდეგით:
„პროექტის საერთო მიზანია საქართველოში გადამცემი ქსელის საიმედოობისა და სანდოობის გაძლიერება, ისევე როგორც გადამცემი ქსელის მოცულობის გაზრდა მოსალოდნელი მოთხოვნის რაიონებში. ეს მიიღწევა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, კავკასიონის გადამცემი ხაზიდან ჯვარის ქვესადგურამდე და ჯვარის ქვესადგურსა და ხორგას ქვესადგურს შორის მშენებლობით საქართველოში, ასევე სხვა აქტივების მშენებლობითა და აღჭურვით, რომლებიც შეესაბამება პროექტის მიზანს“.
(ბ) შემდეგი ახალი ქვეპარაგრაფის დამატება ძირითადი ხელშეკრულების დანართი 1-ის მეორე პარაგრაფში:
„ნაწილი ვ: ქვესადგურის განახლებები“.
(გ) სიტყვები „ქვესადგურის განახლებები“ დაემატება „გადამცემი ხაზების“ შემდეგ დანართი 2-ის განრიგის კატეგორიაში (1).
საქართველო
ხელმომწერი:
სახელი და გვარი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
ხელმომწერი:
სახელი და გვარი: ბრუნო ბალვანერა
თანამდებობა: დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში.