ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.128.016271
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2016 წლის 22 დეკმბერი

დაბა ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  №31 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  ვებგვერდი,  09/09/2014,  სარეგისტრაციო  კოდი 010250050.35.128.016176).

1. დადგენილებით  დამტკიცებულ №1 დანართის  მე-2  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსების, გამგებლის თანაშემწის,   გამგებლის თანაშემწის გენდერულ  და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში,  მთავარი,  წამყვანი და უფროსი სპეციალისტებისაგან და სპეციალისტებისაგან.

2.დადგენილებით   დამტკიცებულ  №1 დანართის  მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტს დაემატოს  ,,დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, დ)  საზოგადოებასთან   ურთიერთობის   განყოფილება“.

3.დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს მე-9 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 9. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილება

1.განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის;

ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;

გ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

დ) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განსათავსებელი მასალების მომზადებას;

ე) გამგეობის    სტრუქტურული     ერთეულებისა     და    ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელთა საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებულ საქმიანობას;

ვ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

თ) მუნიციპალიტეტის  თანამშრომლობის  ორგანიზებას  საქართველოსა  და უცხოეთის  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ი) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. განყოფილების უფლებამოსილება

განყოფილება  უფლებამოსილია  მოითხოვოს  და შეუფერხებლად  მიიღოს  მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული  ინფორმაციები.  გამგებელთან  შეთანხმებით,  საჭიროების  შემთხვევაში ცალკეულ  საკითხთა  განხილვის, დაზუსტებისა  და  დამუშავების  მიზნით,  შეხვდეს  გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში,  დაწესებულებებისა  და საწარმოების   წარმომადგენლებს, სპეციალისტებს და მოითხოვოს  საჭირო ინფორმაცია”.

4. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს მე-10 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

 ,,მუხლი 10  გამგებლის თანაშემწე

1.უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას და შესაბამისი მასალების მომზადებას.

2. უზრუნველყოფს გამგებლის დავალებათა აღრიცხვას და   კონტროლს  მათ შესრულებაზე.

5.დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს მე-11 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 11 გამგებლის თანაშემწე გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში

1.უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის შესახებ ნორმატიული აქტების პოპულარიზაციას.

2. უზრუნველყოფს  გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ პერიოდული კვლევების ჩატარებას და მათი შედეგების განხილვას.

3.არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში არსებული პროექტების, ინოვაციების კუთხით და არასამთავრობო სექტორისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლა და ქალთა როლის ამაღლებისათვის ადგილობრივ თვითმმართველობაში წინადადებების მომზადება.

5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ცალკეულ საკითხებზე მიცემული  დავალებების შესრულება.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაში შევიდეს  2016 წლის 29 დეკემბრიდან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე