სს "ლიბერთი კონსუმერი"- -ის განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატერების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი კონსუმერის“ აქციონერთა საყურადღებოდ!

სს „ლიბერთი კონსუმერის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება(შემდეგში „კრება“)   დაგეგმილია 2015 წლის 3 სექტემბერს, მისამართზე: თბილისი, გაგარინის ქ. 29ა, 16.00 სთ-ზე. დღის წესრიგზე გატანილია შემდეგი საკითხები:

 

1.       ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდა 289,000,000 (ორასოთხმოცდაცხრა მილიონი) აქციამდე.

2.       სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

სს „ლიბერთი კონუსმერ“-ის (შემდეგში „საზოგადოება“) დირექტორატმა და სამეთვალყურეო საბჭომ აქციონერებს გააცნეს შემდეგი რეკომენდაციები რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 2015 წლის 3 სექტემბერს:

 

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

 

1.       გაიზარდოს „საზოგადოების“ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალი დამატებით 200,000,000 (ორასი მილიონი) აქციით (89,000,000 (ოთხმოცდაცხრა მილიონი) აქციიდან 289,000,000 (ორასოთხმოცდაცხრა მილიონი) აქციამდე);

2.       „საზოგადოების“ ნებადართული (განცხადებული) კაპიტალის გაზრდის მიზანია, მიეცეს საშუალება „საზოგადოებას“ მიიღოს მონაწილეობა სს „თელიანი ველი“-ს დაგეგმილ კაპიტალის გაზრდაში, რათა ამ უკანასკნელმა დააფინანსოს ლუდის წარმოების პროექტი და ლუდსახარში ქარხნის მშენებლობა;

3.       ნებადართულ აქციებზე არ უქმდება აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლებები და შესაბამისად, არსებულ აქციონერებს მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ახლად ემიტირებული აქციების შეთავაზებაში, მათ საკუთრებაში არსებული წილების პროპორციულად.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

 

1.       დამტკიცდეს სს „ლიბერთი კონსუმერის“ წესდებაში შემავალი ცვლილებები ნებადართული კაპიტალის გაზრდილი რაოდენობის ასასახად, აქციონერების მიერ დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

 

აქციორთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება თბილისში, გაგარინის ქ. 29(ა)-ში;

 

აქციონერების რეგისტრაცია დაიწყება 3 სექტემბერს მისამართზე: 15.00 სთ-დან.

 

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვრება 27 ივლისი 2015.

 

აქციონერთა უფლბამოსილებ(ებ)ის შემოწმება, მიიღონ „კრების“ მუშაობაში მონაწილეობა, გახდება  შესაძლებელი 2015 წლის 24 აგვისტოდან სს „ლიბერთი კონსუმერის“-ს აქციების რეგისტრატორთან - სს „კავკასრეესტრი“, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 74ა.

სს „ლიბერთი კონსუმერ”-ის

გენერალური დირექტორი

თამარ ქაჯაია

13 აგვისტო 2015