შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ

მიღების თარიღი 24.06.2015
ძალაში შესვლა 16.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის                    სახელით                (ხელმოწერილია)
ნომერი №188/4
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016348
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2015
matsne.gov.ge 549 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2015 მიღება
16.08.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის                    სახელით                (ხელმოწერილია) ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის                                                                                              მთავრობის სახელით      (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 23.05.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 07.03.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 07.03.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 23.06.2015 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 26.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო მოთხოვნის გაუქმების შესახებ საქართველოს მთავრობა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი, როგორც „მხარეები“, სურთ რა, მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეთა მგზავრობების წახალისება და ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 ნებისმიერი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელები შესაძლებელია შევიდნენ, გავიდნენ ან იმყოფებოდნენ ტრანზიტით მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე და დარჩნენ იქ არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღის ვადით. მუხლი 2🔗 ნებისმიერი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელები, რომლებიც, წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, შედიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნდა დაემორჩილონ მიმღები მხარის სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობას. მუხლი 3🔗 მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, 180 დღის ვადაში აცნობებენ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილებების შესახებ მათი სახელმწიფოების კანონმდებლობაში, რომელიც ეხება უცხოელ მოქალაქეთა შესვლას, ყოფნას ან გასვლას. მუხლი 4🔗 თითოეული მხარე იტოვებს უფლებას, რომ მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უარი უთხრას შესვლაზე ან შეუზღუდოს ყოფნის ვადა, მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს. მუხლი 5🔗 ნებისმიერი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელებმა, რომელთა პასპორტები დაკარგულია, დაზიანებულია ან მოპარული მათი მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის განმავლობაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღნიშნულის თაობაზე მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობას, ასევე მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. თითოეული მხარის დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა გასცემს მათ შესაბამის მოქალაქეებზე ახალ პასპორტს ან დროებით საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, რომელიც მათ უფლებას მისცემს დაბრუნდნენ თავისი მოქალაქეობის სახელმწიფოში. ამ შემთხვევებში, მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეებს მიეცემათ ნებართვა, რომ დატოვონ ეს სახელმწიფო სავიზო მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე. მუხლი 6🔗 ნებისმიერ მხარეს შეუძლია სრულიად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მთლიანი ან მისი ნაწილების გამოყენება, ეროვნული უსაფრთხოების, წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზებიდან გამომდინარე. აღნიშნულმა მხარემ დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს შეჩერების თაობაზე, ასევე ამ შეჩერების შეწყვეტის თაობაზე. მუხლი 7🔗 ნებისმიერი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელებს, რომლებსაც ფორსმაჟორული მიზეზების გამო არ შეუძლიათ დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია წინამდებარე შეთანხმების 1-ლ მუხლში მოყვანილი პირობების შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს შესაძლებელია იყოს დამტკიცებული დოკუმენტებით ან აღნიშნულის ნამდვილობა იყოს დადასტურებული სხვა საშუალებებით, შეუძლიათ ითხოვონ ნებართვა მათი მიმღებ სახელმწიფოში ყოფნის ვადის გახანგრძლივების თაობაზე, იმ ვადით, რომელიც საჭიროა ამ სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებისათვის, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗 მხარეები გაცვლიან წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული პასპორტების ნიმუშებს, შეთანხმების ხელმოწერიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. თუ რომელიმე მხარე გამოსცემს ახალ პასპორტს ან განახორციელებს ცვლილებებს მოქმედ პასპორტებში, მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს ასეთი ცვლილების თაობაზე დიპლომატიური არხების მეშვეობით და უზრუნველყოს ახალი მოდელების ნიმუშების წარდგენა, მოსალოდნელ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში  მათი ძალაში შესვლიდან. მუხლი 9🔗 ნებისმიერი მხარის ინიციატივით და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე ოქმების სახით. აღნიშნული ოქმები ძალაში შევა ისე, როგორც წინამდებარე შეთანხმება შედის ძალაში და იქნება მისი განუყოფელი ნაწილი. მუხლი 10🔗 მხარეთა შორის ნებისმიერი დავა ან უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებებისა ან კონსულტაციების გზით. მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის  მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური  არხების  მეშვეობით,  უკანასკნელი  წერილობითი  შეტყობინების  მიღების  დღიდან 30 (ოცდაათ) დღეში. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. მუხლი 12🔗 მხარეებს შეუძლიათ დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი გზით მოახდინონ წინამდებარე შეთანხმების დენონსაცია. დენონსაცია ძალაში შევა მეორე მხარის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 90-ე დღეს. შესრულებულია ქ. მონტევიდეოში, 24 ივნისს, 2015 წელს, ორ დედნად, ქართულ, ესპანურ  და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.          საქართველოს მთავრობის                    სახელით                (ხელმოწერილია)                        ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის                                                                                              მთავრობის სახელით      (ხელმოწერილია)