„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის N114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №108/ნ |
|
2015 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 3 ივლისი, 2015 წ., N3899-რს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში (სსმ, №154, 25.11.2010წ.б სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.016.029) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ - „ა3“ ქვეპუნქტები: ,,ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით ირჩევს ცენტრის დირექტორს და თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. ა2) უფლებამოსილია კანონმდებლობით და/ან წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარდგინებით მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. ა3) იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევნების თაობაზე, ადგენს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.“. 3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“. 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ცენტრის დირექტორის არჩევის/დანიშვნის წესი 1. ცენტრის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ბიომედიცინის პროფილით და აქვს სამეცნიერო დარგში მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 2. ცენტრის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ. 3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ღია ან ფარული კენჭისყრით თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო. 4. ცენტრის დირექტორს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 5. ცენტრის დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს. 6. ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს. 7. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|