უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

მიღების თარიღი 27.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №449
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.018835
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2015
matsne.gov.ge 1,953 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 07.07.2016 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 11.08.2017 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 11.09.2018 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 20.08.2019 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 27.08.2021

დოკუმენტის ტექსტი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №449 2015 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აკ­რე­­დიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით განათ­ლე­ბ­ის მიღე­ბის ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ სა­ქა­რ­თ­ვე­­ლოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვე­პუნქტისა და 52-ე მუ­ხ­ლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაფი­ნანსება განხორციელდეს  შემდეგ­ნა­ი­რად: მუხლი 1🔗 დაფინანსების ოდენობა 1. უმაღლეს სა­განმანათ­ლებ­ლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინა­ნ­სე­ბი­სათვის 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი გა­მოი­ყოს იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პრო­გრა­მე­ბზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან სოციალური პროგრამის ფა­რ­გ­­ლ­ებში დაფინანსები­სთვის 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ო­ცი ათასი) ლარი გა­მოი­ყოს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2015 წლის ერთიანი ეროვნული გა­­მო­ცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრე­დიტებულ უმაღლეს საგანმანათ­ლ­ე­­­ბლო პროგრამებზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში და­ფინანსები­სთვის 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი გა­მოი­ყოს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც  2013 და 2014 წლების ერთიანი ერო­ვ­ნუ­ლი გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ  აკრე­დიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პრო­გრამებზე.  4. სოციალური პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღ­ლე­სი სა­გა­ნმანათლებლო დაწესებულების მიერ გან­საზღვრული სწავლის სა­ფა­სურის შე­საბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაბამის წელს      სა­ქა­რთველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელ­მწიფო სასწავლო გრანტის (შე­მდგომში – გრანტი) სრული ოდენობის მაქსი­მალური ოდენობის ფა­რგ­ლე­ბ­ში. 5. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გა­მოც­დების შე­დე­გად მოპოვებული აქვს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, სოციალური პრო­გ­რამის ფარგლებში მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი       საგანმა­ნა­თ­ლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ ოდენობამდე, მაგრამ არა-უმე­­ტ­ეს საქართველოს მთავ­რობის მიერ დადგენილი გრან­ტის სრული ოდე­ნობის მა­ქსიმალური ოდენობისა.  მუხლი 2🔗 სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღე­ბის უფლების მქონე პირი 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­ლება მოი­პო­ვოს პირმა (შემდგომში – სტუდენტი), რომელიც ერთიანი ერო­ვ­ნუ­ლი გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობს უმაღლესი სა­განმანათლებლო დაწესებუ­ლების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე  და ვერ მოიპოვა გრა­ნტის სრული ოდე­ნობა ან მო­იპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და განე­კუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას ან არის ამ დადგენი­ლე­ბის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქ­ტით გათვალისწინებული სტუდენტი, გარდა იმ სტუდენტებისა, რო­მლებიც ერთიანი ერო­ვ­ნუ­ლი გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ იმ პროგრამულ მიმა­რ­თუ­ლებაზე/მიმართულებებზე, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 2. სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის ფარგლებში მოიპოვებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით“ (შემდგომში − დებულება) გათვალისწინებულ სამ სავალდებულო და ერთ-ერთ არჩევით საგანში მიღებული აბსოლუტური ქულებით, რანჟირების სიის საფუძველზე. 3. სტუდენტი სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს დებულებით გათვალისწინებულ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ ყველა გამოცდაში. 4. აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა უმაღლეს საგან­მა­ნათ­ლებლო და­­წე­სებულებაში ჩარიცხვის უფლება, მაგრამ ვერ მოხვდა დებულების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ერთიან აქტში, დადგენილ ვადაში დაწესებულებისათვის არმიმართვის გამო ვერ მიიღებს დაფინანსებას სოციალუ­რი პროგრამის ფარგლებში. მუხლი 3🔗 სტუდენტთა კატეგორიები 1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი თანხა  − 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი, ამ დად­გე­ნილე­ბის მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატე­გო­რიის სტუ­დენ­ტებს: ა) 206 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლო­ბაში სწავ­ლო­ბ­­დნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებელი   დოკუმენ­ტი მი­ი­ღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრა­ციის რეგიონებში არსე­ბულ ზოგად­სა­განმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან: ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტს; ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს; ა.გ) ონის მუნიციპალიტეტში – 10  სტუდენტს; ა.დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტს; ა.ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს; ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 18  სტუდენტს; ა.ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 10  სტუდენტს; ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშე­თის,  მლე­თის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში) – 10  სტუდენტს; ა.ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 15 სტუდენტს; ა.კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტს; ა.ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტს; ა.მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 13 სტუდენტს; ა.ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 16  სტუდენტს; ა.ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში − 14 სტუდენტს; ზემო და ქვემო ალ­ვანის სკოლებში − 10 სტუდენტს); ა.პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში – 10  სტუდენტს; ბ) 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავ­ლო­ბაში სწავ­ლო­ბ­დნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტურებელი დოკუ­მენ­ტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შე­სახებ“ საქართველოს კანო­ნით გა­თ­ვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუ­პი­რებული ტე­რიტორია) არსე­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბებ­ში, ან რო­მელთა სრუ­ლი ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქარ­თვე­ლოს გა­ნა­თ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წე­სით; ასევე სტუ­დენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი გა­ნა­თლების დამადასტურე­ბელი დოკუმენტი მიიღეს ოკუ­­პირებული ტე­რი­ტო­რი­ის ფარგლებს გარეთ, აქედან: ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტში – 90 სტუდენტს; ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტო­ნომიური  ოლ­­ქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუ­ნი­ცი­პა­ლიტეტებში – 75 სტუდენტს; ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუ­დენტს; გ) 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლო­ბაში სწავ­ლობ­დ­­ნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებე­ლი  დოკუმენ­ტი მი­ი­ღ­ეს აზერბაიჯანულენოვან ზო­გადსაგან­მანათ­ლებ­ლო დაწესებულე­ბებში; დ) 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავ­ლო­ბ­დ­­ნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებე­ლი დოკუმენ­ტი მიი­ღ­ეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; ე) 26 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტო­რიული მთ­ლი­­­ანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვ­ლოდ  და­კარ­გულთა შვი­ლები; ვ) 5 სტუდენტს, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს სა­ქარ­თვე­ლოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამო­მავ­ლე­ბი; ზ) 50  სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა); თ) 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები; ი) 30 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთ­რად/მნიშვნელო­ვ­ნად­/­ზომი­ე­რ­ად გამოხატული შეზღუ­დუ­ლი შესაძ­ლებლო­ბის მქონე პირები; კ) 50 სტუდენტს,  რომლებიც ბოლო სამი  წლის განმავლო­ბაში სწავ­ლო­ბ­დნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებელი დოკუ­მენ­ტი მი­იღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსე­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბებში; ლ) 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (საა­ღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრ­და­ში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლო­ბა­ში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის გან­მა­ვ­ლო­ბაში; მ) 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულნი არი­ან სო­ცია­ლუ­რად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯა­ხების სა­რეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე. 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინე­ბუ­ლი თანხა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი, ამ დად­გენილე­ბის მე-2 მუხლის შე­სა­ბა­მისად, გადაეცემათ სტუდენ­ტებს, რომლებიც რეგისტრირე­ბუ­ლნი არი­ან სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე და უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს 2013 და 2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე; აქე­დან: ა) 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩა­რიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი; ბ) 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩა­რიცხული სტუდენტებისათვის გამოიყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი. მუხლი 4🔗 რამდენიმე კატეგორიაში შემავალი სტუდენტები სტუდენტი, რომელიც განეკუთვნება ამ დადგენილების მე-3 მუხ­ლით    გა­თ­ვალისწინებულ ორ ან მეტ კა­ტე­გორიას, და­ფინანსებას მოიპოვებს ერთ-ერთ კატეგორიაში, ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული თანმიმ­დე­ვრობის დაცვით. მუხლი 5🔗 დაფინანსების პრინციპი კონკურსისა და თანაბარი ქულე­ბის დროს 1. თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრა­მაზე ამ და­დ­გენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ კატეგო­რიაში/ქვეკატე­გო­რი­აში შემავალი სტუდენტების რაოდენობა (შემდ­გომში – დასაფინანსე­ბელი სტუ­დენტები) აღემატება ამ კატეგორიისათვის/ ქვეკატეგორიისათვის გამოყო­ფი­ლი ადგილების (შემდგომ­ში – ადგილი) რაოდენობას (შემდგომში  – კონ­კუ­რ­სი), თანხა გაი­ცე­მა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუ­ტუ­­რი ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე. 2. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ ან მეტ სტუდენტს მიღე­ბული აქ­­­­ვს თანაბარი აბსოლუტური ქულის/ქულების ჯამი, აკრედი­ტე­ბულ უმაღ­ლ­ეს სა­­განმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსება გაიცემა ქვემოთ მოცემუ­ლი      კრ­­ი­­­­­ტერიუმებით, შემდეგი თანმიმდევ­რობით: ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოც­დაში მი­ღე­ბუ­ლი უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამი­სად; ბ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლი­ტერატურის  გა­მოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკა­ლირებული ქულის შესაბამისად; გ) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენის გამოცდაში მიღე­ბუ­­ლი უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად. მუხლი 6🔗 დარჩენილი ადგილების გადანაწილება თუ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ და­დ­გე­ნილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით    გათ­ვა­ლი­სწი­ნე­ბული ქვეკატეგორიების მიხედვით დასაფინანსებელ სტუ­დენტთა რაო­დე­ნობა ნაკლებია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დარჩენილი ადგილების რაოდენობა ერთია­ნი ეროვნული გამოცდების შედეგე­ბის აბსო­ლუ­ტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე და­ემატება ამავე ქვეპუნქტებში შემა­ვალ ქვეკატეგორიას. მუხლი 7🔗 დარჩენილი თანხის გადანაწილება 1. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალი­სწი­­ნებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუ­ნ­ქ­­ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტუდენტებზე და რომელი­მე ქვეპუნქტში დარჩენილია დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, და­რ­ჩე­ნი­ლი თანხა გაიცემა ამ სტუდენტების დასაფინანსებლად. 2. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით       გათვალისწი­ნე­ბული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუ­ნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მი­ხედვით, დარჩენილი თანხა, ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით გან­საზღვრული პრინციპების შე­სა­ბამისად, გადანაწილდება შემდეგი თანმიმ­დევ­რობით: ა) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით     გა­თვალის­წი­ნებუ­ლი კატეგორიის პირები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძო­ლაში და­ღუ­პუ­ლ­თა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, რომ­ლებიც       ჩარიც­ხუ­ლნი არიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა; გ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებუ­ლი კატეგორიის პირები; დ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გა­თვალის­წინებუ­ლი კატეგორიის პირები; ე) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული  შე­საძ­ლებ­ლობის მქონე პირები, რომ­ლებიც ჩარიცხულნი არიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვ­ნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრა­ნ­ტ­ის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შო­რ­ის, სო­ცი­ა­ლური პროგრამის ფარგლებში; ვ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით   გა­თვალისწი­ნე­ბუ­ლი კატეგორიის პირები; ზ) ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა) სტუდენტები, რომ­ლებიც ჩარიცხულნი არიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვ­ნული გამოცდების შედეგად და ვერ მო­იპ­ო­ვ­ეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სო­ცი­ა­ლური პროგრამის ფარგლებში; თ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გა­თვა­ლის­­წი­ნე­ბუ­ლი კატეგორიის პირები; ი) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით   გა­თვალის­წინე­ბული კატეგორიის პირები; კ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „მ“       ქვეპუნ­ქ­ტ­ე­ბით გათვა­ლის­­წი­ნებული კატეგორიის პირები; ლ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გა­თ­ვალის­წი­ნებუ­ლი კატეგორიის პირები. 3. თუ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალ­ი­ს­წი­ნებული თანხა სრულად არ გაიცა ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუ­ნქ­ტით გათვალისწინებული კატეგორიების მი­ხედვით, დარჩენილი თანხა და­ე­მა­ტება ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინ­ე­ბულ თანხას. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწი­ლე­ბ­ის შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა გაიცემა ამ დადგე­ნი­ლე­ბის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე, შესაბამისი თანმიმდევრობის დაცვით. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადანაწი­ლე­ბ­ის შემდეგ თანხა სრულად არ გაიცა, დარჩენილი თანხა დაემატება „2015-2016 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №180 დადგენილების პი­რველი მუხლის 26-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას. მუხლი 8🔗 განცხადების წარდგენა და გადაწყვეტილება დაფინანსების მინიჭების შესახებ 1. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნანსების მო­სა­პოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და  წარ­სადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მტკიცდე­ბა საქართველოს განათლე­ბისა და მეცნ­ი­ერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რ­ი­ვი აქტით. 2. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, „გ-მ“ ქვეპუნქტებით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“, „ზ“ ქვე­პუნქტებითა და მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გა­თ­ვალისწინებული სტუ­დენ­ტები სოციალური პროგრამის ფარ­­გ­ლებში დაფი­ნა­ნსების მისა­ღებად განცხადებას თანდართულ დოკუ­მენტებთან ერთად წა­რა­დ­გენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინის­ტროში, 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. 3. ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათ­ვალის­წინებული სტუდენტე­ბი (გა­რ­და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა) უფ­ლება­­მო­სილნი არიან, გან­ცხადება (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) წა­რა­დ­გინონ შესაბამის ტერი­ტო­რიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურს­ცენტრში (შემ­დ­გომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათ­ვლით. საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქარ­თველოს გა­ნათ­ლებისა და მე­ცნიერების სამინისტროს სამი სამუშაო დღის ვადაში წარუდ­გენს სტუდენტთა გა­ნ­ც­ხა­დებებსა და  თან­დართულ დოკუმენტაციას. 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვე­პუნქტით გა­­თვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგ­რა­მის ფარგლებში და­ფი­­ნანსების მისაღებად განცხადებას თან­დართულ დოკუმენტებთან ერთად წა­რადგენენ აფხაზეთის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის განათლებისა და კულ­ტურის სამინის­ტრო­ში 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. აფხაზეთის ავტო­ნო­მიუ­რი რე­სპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ერთ კვი­რაში დაად­გე­ნს სტუდენტის შესაბამისობას ამ დადგენილების მე-3 მუხლის პი­რვე­ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და პროგრამის ფა­რგლებში და­საფინანსებელ სტუდენტთა სიას წარუდ­გენს საქართველოს გა­ნა­თლები­სა და მეცნიერების სამინისტროს. 5. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვე­პუნქტით გა­თვალისწინებული სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში და­ფი­ნანსების მისაღებად განცხადებას (თანდართულ დოკუმენტებთან ერ­თად) წა­რადგენენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტო­ნომიური ოლქის ტერი­ტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტო­ნო­მიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტო­რიული ერ­თეუ­ლის ადმინისტრაცია ერთ კვირაში დაადგენს სტუდენტის შესაბამისობას ამ და­დ­გე­ნილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსა­ზღვ­რულ მო­თხოვნებთან და პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ სტუ­დენტ­თა სიას წარუდ­გენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნისტროს. 6. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნანსების მი­ნი­ჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თვე­ლოს განათლებისა და მე­ც­­ნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რივი აქტით. მუხლი 9🔗 პროგრამის გავრცელება და ხელმისაწვდომობა უმაღლეს საგანმანათლებლო და­წე­სებულე­ბებში სოციალუ­რი პროგრამის ფარგ­ლებში სტუდენტთა დაფინანსების შესახებ დაინტერესებული პირების ინ­ფო­რ­მი­რების მიზნით, საქართველოს განათ­ლე­ბისა და მეცნიერების სა­მი­ნი­სტ­რომ უზრუნველყოს ამ დადგენილების სა­განმანათლებლო რე­სურსცენტ­რე­ბი­სა და უმაღლესი საგანმანათლებლო და­წესებუ­ლე­­ბებისათვის მიწოდება, ინ­ფო­რმაციის ვებგვერდზე განთავსება და მასობრივი ინფორმაციის საშუა­ლებ­ე­ბ­ით გავრცელება.  მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი