საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 22.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016523
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | 9 |
| 2 | 10 |
| 3 | 11 |
| 4 | 12 |
| 5 | 13 |
| 6 | 14 |
| 7 | 15 |
| 8 | 16 |
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №108
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) №6 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.
3. დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დებულებით, დადგენილი წესით.
4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით.
მუხლი 2🔗. დაწესებულება
1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
3. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად, რომელსაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულია კორპუსები, რომლებიც სართულების მიხედვით იყოფა დანაყოფებად. თითოეულ დანაყოფზე და ასევე დაწესებულების დარჩენილ ტერიტორიაზე განთავსებულია საგუშაგოები. საგუშაგოები, დანაყოფები და კორპუსები განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
4. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
5. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში.
6. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
7. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის მცირე გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის მითითებით.
8. დაწესებულების მისამართია გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი.
მუხლი 3🔗. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები
1. დაწესებულების ამოცანებია:
ა) პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის;
გ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
დ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შემცირების ხელშეწყობა;
ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია.
2. დაწესებულების ფუნქციებია:
ა) დაწესებულებაში ბრალებულთა მიერ პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის – პაემნის, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;
დ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომში – დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ზ) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირთა, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფელისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება;
თ) დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა;
ლ) დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება;
მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულებსა/მსჯავრდებულებსა და იმ პირებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
ნ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მათი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;
ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, საქართველოში პატიმრობისა და საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისათვის (შემდგომში – დეპარტამენტის დირექტორი) წარდგენა;
პ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი II
დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. დაწესებულების მართვა
1. დაწესებულებას მართავს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეების, დაწესებულების სტუქტურული ერთეულების უფროსების, ცვლის უფროსების – ოპერატიული მორიგეებისა და მათი თანაშემწეების მეშვეობით.
3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე – სამართლებრივი რეჟიმის და სოციალურ დარგში. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით.
4. სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილე წარმართავს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას.
5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში წარმართავს დაწესებულების ადმინისტრაციული და სოციალური განყოფილებების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილებების უფროსების მუშაობას.
6. უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის და სწრაფი რეაგირების განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს.
7. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს.
8. ოპერატიულ მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
9. დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დაწესებულების დირექტორისა თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
10. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულის უფროსების და დაწესებულების სხვა მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 5🔗. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია:
ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება;
გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში;
დ) დეპარტამენტის დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
თ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე – ბრძანების გამოცემა;
ი) უსაფრთხო ოთახის, მოსაცდელი, შიდა კლასიფიკაციის და სამარტოო საკნების განსაზღვრა;
კ) მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შექმნა;
ლ) სწრაფი რეაგირების რაზმების შექმნა და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება;
ნ) განსაკუთრებული გარემოებების განსაზღვრა, როდესაც შესაძლებელია ცვლაში მომუშავე მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დროის ხანგრძლივობისგან განსხვავებული სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისათვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების სწორ და სამართლიან განკარგვაზე.
3. დაწესებულებაში ყოველთვის იმყოფება დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, რომელიც დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
4. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული პირობების არსებობისას დაწესებულების დირექტორის და სამართლებრივი რეჟიმის დარგში მისი მოადგილის დაწესებულებაში არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სოციალურ დარგში.
მუხლი 6🔗. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები
1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით, იქმნება სტრუქტურული ერთეულები.
2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:
ა) უსაფრთხოების განყოფილება;
ბ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
გ) სწრაფი რეაგირების განყოფილება;
დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ე) ადმინისტრაციული განყოფილება;
ვ) სოციალური განყოფილება.
3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განყოფილებების მოსამსახურეები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები.
5. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 7🔗. უსაფრთხოების განყოფილება
უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულების/მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევის გამოვლენა და პრევენცია;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
დ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;
ზ) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზებასა და მათი სათანადო წესით შემოწმებაზე კონტროლი;
თ) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება ან/და ამოღებაზე კონტროლი, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
ი) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაზე კონტროლი;
კ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმებაზე კონტროლი;
ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
მ) შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 8🔗. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;
გ) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის მიმართვა;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმება;
ე) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება;
დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
ვ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი;
დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
ზ) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება;
თ) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაზე
ი) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება
კ) საკნის ტექნიკური დათვალიერება, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის, აგრეთვე მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 9🔗. სწრაფი რეაგირების განყოფილება
სწრაფი რეაგირების განყოფილების ფუნქციებია:
ა) დაწესებულებაში ხანძრის, სტიქიური უბედურების ან სხვა ტიპის საგანგებო ვითარების შემთხვევებზე დროული რეაგირება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
ბ) უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მხარდაჭერა რთულ სიტუაციებში;
გ) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
დ) საგანგებო ვითარების დროს მოქმედების ინსტრუქციის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10🔗. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება
1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;
გ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ვ) სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.
მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კორესპონდენციის, ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღების, გაგზავნისა და შენახვის ორგანიზება;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
თ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
ი) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) ფიზიკური პირებისთვის კონსულტაციებისა და დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მომსახურების გაწევა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ნ) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ო) ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
პ) დაწესებულების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;
ჟ) დაწესებულების საწყობში მიღებული ნივთების აღრიცხვა და მიღება-გაცემა;
რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗. სოციალური განყოფილება
სოციალური განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ახლო ნათესავის მიღება და მათთვის საჭირო/მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადების, მოთხოვნისა და საჩივრის განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება;
დ) ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე შენახვა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვა;
ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ვ) მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება;
ზ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობისთვის ხელშეწყობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 13🔗. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
დაწესებულებაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 14🔗. დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პატიმრობისა და სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები
1. დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული. აგრეთვე, ბრალდებული, რომელსაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილია პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის შესაბამისად.
2. დაწესებულებაში მსჯავრდებული განთავსებულია საკანში, ხოლო ბრალდებული – სპეციალურ საკანში, სადაც მასზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
3. დაწესებულებაში მსჯავრდებულები და ბრალდებულები განთავსებული არიან ერთმანეთისგან განცალკევებით.
4. მსჯავრდებული, დღე-ღამის განმავლობაში, როგორც წესი, მუდმივად იმყოფება საკანში, გარდა დებულებით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
მუხლი 15🔗. მსჯავრდებულის საკანში განთავსება
1. მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში.
2. დაწესებულების გადატვირთულობის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას შესაძლებელია არაუმეტეს ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით. ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება შესაძლებელია თუ ცნობილია, რომ მათი ერთ საკანში მოთავსება არ შეუქმნის საფრთხეს მათ სოცოცხლეს, ჯანმრთელობას, დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმსა და უსაფრთხოებას.
მუხლი 16🔗. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობები და პროცედურები
1. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დინამიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე, უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეებთან ერთად.
2. ბრალდებულის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
5. ბრალდებულის განთავსებას დაწესებულებაში ახდენს დაწესებულების დირექტორი.
6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს დაწესებულება ცალ-ცალკე ათავსებს. დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა.
7. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) მსჯავრდებულის პირადი საქმე;
ბ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება.
8. ბრალდებულის/მჯავრდებულის დაწესებულებაში მიყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს:
ა) ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს. მისი არყოფნის შემთხვევაში – დაწესებულების დირექტორის მოადგილეს;
ბ) დაწესებულების მთავარ ექიმს. მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლაში მორიგე ექიმს;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეს;
დ) უსაფრთხოების განყოფილების უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში – ცვლაში უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს.
9. ოპერატიული მორიგის ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.
10. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ან მის თანაშემწესთან ერთად ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირად საქმითა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №19-ით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით.
11. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ან მის თანაშემწესთან ერთად გამოკითხავს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ამოწმებს მისი პასუხების პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №13-ით გათვალისწინებულ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელს და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.
13. ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებში აღნიშნული მოქმედების განხორციელების შემდეგ, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გონივრული ვადით თავსდებიან მოსაცდელ საკანში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსაცდელ საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მოსაცდელ საკანში თავსდებიან კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა მათი სრული და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.
14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე, ხოლო უშუალოდ ახორციელებენ ცვლებში ამ მიზნით გამოყოფილი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები. შემოწმება აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.
16. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.
17. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები), აგრეთვე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ქონის, ამანათებით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ჩამოერთმევა დადგენილი წესით და შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს. აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ეცნობა ბრალდებული/მსჯავრდებული და ადასტურებს ხელმოწერით.
18. ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდეგ, ტარდება მისი სამედიცინო შემოწმება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება დადგენილი წესით. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
19. სამედიცინო შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი აღნიშნული ფაქტის შესახებ შემოწმების დასრულებისთანავე ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
20. თუ დაწესებულებაში მიღებისას, სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად.
21. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.
22. ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, თავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. შიდა კლასიფიკაციის საკანში ხდება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის სპეციალურ საკანში/საკანში განაწილების მიზნით.
23. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაბანა/გასუფთავება. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსებამდე.
24. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში დაწესებულების სხვა მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული/მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ან მისი არყოფნის შემთხვევაში დაწესებულების სხვა მოსამსახურე.
25. საკნებში მსჯავრდებულთა გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით.
26. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა აცნობოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, გზავნილით, აგრეთვე ინფორმაცია მიმოწერის წესის, გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე.
27. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან/და საკონსულო დაწესებულებებში, რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა. გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, გზავნილით, აგრეთვე ინფორმაცია მიმოწერის წესის, გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე.
28. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული/მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრში.
მუხლი 17🔗. დღის განრიგი
1. დაწესებულებაში პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით დგება დეტალური დღის განრიგი ადგილობრივი პირობების, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. დღის განრიგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, კვების და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილი და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფა.
3. დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.
4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას.
მუხლი 18🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა გადაადგილების წესი
1. ბრალდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით.
2. ბრალდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დალაგება.
3. სამარტოო საკანში განთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. დღის განრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, სამუშაო, პაემანი და სხვ.) გასვლის დროს ბრალდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს დაწესებულების წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დალაგება.
მუხლი 19🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების წესი
1. დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე, დასაშვებია მხოლოდ ხელბორკილის გამოყენებით.
2. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების თანხლებით.
3. მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად იმყოფება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების არანაკლებ ორი უფლებამოსილი მოსამსახურე.
4. დაწესებულების ტერიტორიაზე დღის განრიგით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით მსჯავრდებულთა გადაადგილება ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უშუალო კონტაქტი სხვა მსჯავრდებულთან, გარდა თანამესაკნისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 20🔗. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება
1. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
2. საკანში მსჯავრდებულის, ხოლო სპეციალურ საკანში ბრალდებულის ყოფნის შემოწმება ტარდება საკანის სათვალთვალო ფანჯრის გაღებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალური დაფიქსირების გზით.
მუხლი 21🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მათი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება
1. დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე, რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:
ა) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის;
ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;
გ) არ არის გათვალისწინებული დებულებით განსაზღვრული (დებულების დანართი №2, №3 და №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით (აგრეთვე ფოსტის მეშვეობით) მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში;
დ) აჭარბებს საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო პროდუქტების დადგენილ ოდენობას.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:
ა) ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან (მათ შორის, რელიგიურ პირებთან) შეხვედრამდე და მის შემდეგ;
გ) სხვა საკანში გადაყვანისას;
დ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში) დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;
დ) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორისა ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
9. სრული პირადი შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო მუშაკი.
10. სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები.
11. პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენებისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში გააჩნია. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მისი თანდასწრებით:
ა) მისი დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) სხვა საკანში გადაყვანისას;
დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს მისი დასწრების გარეშე.
14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
15. პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება.
16. სრული პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და შემოწმების მწარმოებელი დაწესებულების მოსამსახურე/მოსამსახურეები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, შემოწმებაზე უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. სრული პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.
18. შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
მუხლი 22🔗. ამანათების მიღება-შემოწმება
1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამანათის მომტან პირს განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას.
2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და ნივთიერებების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების დანართი №2 და №4) უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.
3. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგაც ახორცილებს ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება/შემოწმებას.
4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.
5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
6. ამანათებში ისეთი ნივთების, ნაკეთობებისა და ნივთიერებების აღმოჩენისას, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1), უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ადგენს შესაბამის ოქმს და დაუყოვნებლივ აცნობებს უსაფრთხოების განყოფილების უფროსს.
7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება დაწესებულების მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა შესაბამის დანაყოფში.
8. დანაყოფში ამანათის გადატანის შემდეგ ხდება მისი გახსნა დანაყოფის შესაბამისი მოსამსახურის მიერ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
9. დანაყოფში სამართლებრივ რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.
10. დანაყოფში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს, ადგენს შესაბამის აქტს, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული და ინახავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 23🔗. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება
1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
2. ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად.
3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება.
მუხლი 24🔗. დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღება
1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ამოღების უფლება აქვთ სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს.
2. ფული, ფასიანი ქაღალდები ან/და სხვა ფასეულობა, რომელიც ამოღებული იქნა ბრალდებულისაგან/ მსჯავრდებულისაგან ან მისი მოთავსების ადგილიდან, მის გათავისუფლებამდე გადაეცემა დაწესებულებას საწყობში შესანახად და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. დებულებით (დებულების დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს, თუ ამით არ დაირღვევა დებულების მოთხოვნები.
6. დაწესებულება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობებს, დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი იმ თანხისა და სხვა ფასეულობების შესახებ, რომელთა კუთვნილების დადგენაც შეუძლებელია.
მუხლი 25🔗. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება;
ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ ის მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანებით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 26🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება
1. დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევების მიზნით მისი სხვა საკანში ან უსაფრთხო ოთახში მოთავსება.
2. დაწესებულების დირექტორი, დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულების/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, არაუმეტეს 30 დღისა.
3. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
4. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/ მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება.
6. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.
მუხლი 27🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხო ოთახში გადაყვანა
1. თუ აშკარაა, რომ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს უსაფრთხო ოთახში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული უსაფრთხო ოთახში თავსდება საფრთხის აღმოფხვრამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხო ოთახში გადაყვანისა და იქიდან მისი საკანში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი.
3. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხო ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.
4. უსაფრთხო ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, რომელიც ინახება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პირად საქმეში და გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერები პირის მდგომარეობის შესახებ.
5. უსაფრთხო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, სათვალთვალო კამერით, რომლის ხედვის არე არ მოიცავს ტუალეტის ნიჟარას, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.
6. უსაფრთხო ოთახში განთავსებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობა.
7. უსაფრთხო ოთახში განთავსებულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ხორციელდება, დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის, 24 საათიანი ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
8. უსაფრთხო ოთახში განთავსებული პირის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 28🔗. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვეб თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახორციელებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. აღნიშნული ვადა საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 15 დღით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს განსაკუთრებული პირობები.
4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობისა და მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფებით.
მუხლი 29🔗. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია დაწესებულების ტერიტორიაზე პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.
მუხლი 30🔗. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
დაწესებულებაში მასობრივი არეულობისას და ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით პენიტენციური დეპარტამენტი შეიმუშავებს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმას, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 31🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაწესებულების მოსამსახურეებმა პატივი უნდა სცენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატივსა და ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები.
2. დაწესებულების მოსამსახურეები და ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთმანეთს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).
მუხლი 32🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მოსამსახურე პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას მსჯავდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 33🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, საქმე განხილული იქნება სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
მუხლი 34🔗. მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულება
სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებით.
თავი IV
ბრალდებულის და მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
მუხლი 35🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
1. ბრალდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) ხანმოკლე პაემნით, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;
ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;
ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;
ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით
ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
დ) დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი;
ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ვ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;
ზ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;
კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება.
მ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);
ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ო) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) საკნით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) პაემნითა (ხანმოკლე, ხანგრძლივი) და სატელეფონო საუბრით;
ა.დ) დამცველთან/ადვოკატთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;
ა.ე) ამანათის, ფოსტისა და გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
გ) მიიღოს ინფორმაცია ჟურნალ-გაზეთების საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
დ) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ე) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;
ვ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
ზ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
თ) შეინახოს და გამოიყენოს დებულების დანართი №2, №3 და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;
ი) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
კ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში) დროებით დატოვოს დაწესებულება;
ლ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);
მ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ნ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;
გ) თავაზიანად მოეპყროს დაწესებულების მოსამსახურეებს და დაწესებულებაში მყოფ ან შემსვლელ პირებს;
დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი;
ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:
ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;
ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;
ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;
თ) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;
ი) ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;
კ) ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
ლ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
მ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი საკნიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ;
ნ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;
ო) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დღის განრიგს, დებულებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
მუხლი 36🔗. საცხოვრებელი პირობები
1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
2. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
3. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საკანი და ბრალდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საკანი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
4. საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში.
6. სპეციალურ საკანში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
7. სპეციალურ საკანს/საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.
8. ბრალდებულებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.
მუხლი 37🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. როგორც წესი, დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთებით (სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი) დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით არაუმეტეს 30 წუთისა. აღნიშნული ნივთები ინახება საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში.
4. დაწესებულებას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
5. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
6. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.
8. დაწესებულებას შეუძლია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის ტარება სავალდებულოა.
9. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი.
მუხლი 38🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება
1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის შემცირება.
2. კვების რაციონი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისის №87-83/ნ ერთობლივი ბრძანებით.
3. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
4. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
5. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები ამანათის სახით.
6. ბრალდებულები/მსჯავრდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში.
7. ბრალდებულებს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
მუხლი 39🔗. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია
1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 300 ლარი.
მუხლი 40🔗. ამანათების, გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ბრალდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის პირად ანგარიშზე.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათები, გზავნილები დებულების დანართი №7-ის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.
4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს, გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი №2, №3 და №4-ით.
6. ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/გზავნილი და ამანათის/გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს.
7. ამანათის/გზავნილის მიღების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/გზავნილის მიმტანს პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება დაწესებულებაში. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
8. ამანათები, გზავნილები ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. თუ ამანათები, გზავნილები მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ისინი უბრუნდება გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. ამანათები, გზავნილები, რომლებიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით და გამომგზავნს ეცნობება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახალი ადგილსამყოფელი.
9. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა დაწესებულების საწყობს შესანახად ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
10. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.
11. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/გზავნილის შემცველობის შენახვას, მაგრამ ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
12. ამანათი/გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს არაუგვიანეს ერთი დღისა მათი მიღების დღიდან, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გასვლის შემთხვევაში – მისი დაბრუნებისთანავე.
13. ამანათის/ზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.
14. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს.
მუხლი 41🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით, შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, წარადგინოს განცხადებები და მოთხოვნები ზეპირად ან წერილობით, აგრეთვე, წარადგინოს საჩივრები წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.
3. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის წარდგენა ხდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნის შემთხვევაში - ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ის ფლობს. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
5. მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის თარგმნას უზრუნველყოფს დაწესებულება რა დროსაც მათი გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი, გონივრული ვადით.
6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სოციალური განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს.
7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
8. ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების სოციალურ განყოფილებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
9. დაწესებულება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომდევნო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
11. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
13. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთნება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.
მუხლი 42🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერის შემოწმება
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე.
2. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე.
3. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და სხვა პირის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
4. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულს/მსჯავრდებულს თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
5. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლი 43🔗. სატელეფონო საუბარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით.
2. მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიერ წინასწარ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, რომელთა რაოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
3. მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას განემარტება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი, რასაც მსჯავრდებული წერილობით ადასტურებს და უთითებს ხუთ სატელეფონო ნომერს (მათ შორის ადვოკატის/დამცველის) ადრესატების მითითებით. უკვე დასახელებული სატელეფონო ნომრის შეცვლის მიზნით, მსჯავრდებულმა განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.
4. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას დაწესებულებას უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მას წინასწარ ეცნობება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას.
5. აკრძალულია სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის, აგრეთვე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შორის სატელეფონო საუბარი.
6. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 1 სატელეფონო საუბარი მის მიერ მითითებულ ერთ-ერთ სატელეფონო ნომერზე, არაუმეტეს 10 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არაუმეტეს 10 წუთისა.
7. ბრალდებულს 2016 წლის 1 იანვრამდე უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვით.
მუხლი 44🔗. ხანმოკლე პაემანი
1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/ მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
3. დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
5. ბრალდებული 2016 წლის 1 იანვრამდე სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 45🔗. ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი
1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დებულების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.
2. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი პირი.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული, სოციალური განყოფილების მოსამსახურის დახმარებით, უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
4. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით.
5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. დებულების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
7. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთ თვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება:
ა) მსჯავრდებულის მიმართ – გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან;
ბ) ბრალდებულის მიმართ – აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღკვეთის აღსრულების დაწყების დღიდან;
გ) პატიმრობის კოდექსის 551 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან.
8. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ ან შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას ან სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
9. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს ან 1 სრულწლოვან პირს, რომელსაც შეიძლება ახლდეს ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე 2 არასრულწლოვანი. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
10. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
11. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
12. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი წარმომადგენელი განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულებას.
13. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს დადგენილი ფორმის ხანმოკლე პაემნის ბარათს, რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
მუხლი 46🔗. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება
1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ბრალდებულის/ მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 47🔗. ხანმოკლე პაემნის შეცვლა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე ხანმოკლე პაემნის უფლება შეიძლება შეეცვალოს სატელეფონო საუბრით.
2. ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების დამატებითი სატელეფონო საუბრით შეცვლის თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დირექტორს. სატელეფონო საუბრის უფლება ხორციელდება დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 48🔗. დაწესებულების დროებით დატოვება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანებით.
მუხლი 49🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება
1. ბრალდებულს აქვს ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება;
2. მსჯავრდებულს აქვს ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება;
3. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნების რიგითობა ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მსჯავრდებულებს და ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შორის კონტაქტი. საკანში ორი მსჯავრდებულის ერთად განთავსების შემთხვევაში დასაშვებია მათი ერთად გასეირნება.
4. გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნით ან მის მიერ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
5. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობებთან, სტიქიურ უბედურებებთან, ოპერატიულ ღონისძიებებთან ან შემთხვევებთან, როდესაც შემოღებულია დაწესებულების განსაკუთრებული პირობები.
მუხლი 50🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება
1. დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზნით გამოყოს ოთახი.
2. რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის №187 ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 51🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის შესაძლებლობა. მას შეუძლია გონივრული ოდენობით ბიბლიოთეკიდან გამოიწეროს ჟურნალ-გაზეთები, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლება, თუ მისი/მათი გამოყენებით არ ირღვევა დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.
3. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოართვას ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
მუხლი 52🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
7. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის სრულ შემოწმებას.
9. შეხვედრაზე მოსული დამცველი/ადვოკატი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ადვოკატის/დამცველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას, შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
11. დამცველის/ადვოკატის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებით.
მუხლი 53🔗. სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს.
2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
3. დაწესებულება, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.
4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. იგი ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.
9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით, თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 54🔗. განათლება
1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.
2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც განთავსებულია, როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის მხატვრული), ისე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბიბლიოთეკით სარგებლობაში ეხმარება/ხელს უწყობს სოციალური მუშაკი.
4. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლების მიზნით.
7. დაწესებულებაში ბრალდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები. ბრალდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.
8. დაწესებულებაში პროფესიული განათლების შედეგად მიღებულ კვალიფიკაციას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ადასტურებს საატესტაციო ორგანო.
9. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.
მუხლი 55🔗. ბრალდებულის შრომა და სამუშაოზე განაწილება
1. ბრალდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მის პატივსა და ღირსებას.
2. ბრალდებული შეიძლება დაწესებულების ტერიტორიაზე დასაქმდეს საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის მიღება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ შემთხვევებში შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი (არაბრალდებული, არამსჯავრდებული).
4. საწარმოსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულს, რაც აისახება ბრალდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
5. ბრალდებულს უფლება აქვს ამოირჩიოს დაწესებულების მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.
6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ბრალდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს შრომით გასამრჯელოს.
8. ბრალდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს.
9. შრომის პირობების გათვალისწინებით დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა.
10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულთა მუშაობა განისაზღვრება დებულების დანართი №6-ის შესაბამისად.
თავი V
მსჯავრდებულის რეაბილიტაცია
მუხლი 56🔗. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მიზნები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, ადამიანების და საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება;
ბ) დაწესებულებაში ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა;
გ) საშიშროების რისკის შემცირება
დ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და საზოგადოებაში დაბრუნებისათვის მომზადება;
ე) სხვადასხვა მავნე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება;
2. მსჯავრდებულის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა მხედველობაში მიიღება მისი საშიშროების რისკის შეფასებისას/გადაფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმების გამოყენებისას.
მუხლი 57🔗. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში საგუშაგოების ჯგუფების უფროსებთან ერთად.
2. დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.
3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის ჩართვა ხდება მხოლოდ მისი თანხმობით.
4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.
თავი VI
სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
მუხლი 58🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები.
3. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.
5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე, რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის დაუსწრებლად, გამონაკლისია როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას;
6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დირექტორს.
7. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საკნებში. რისკების გათვალისწინებით, ექიმის თანხმობით, კონსულტაციას შეიძლება დაესწროს რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების თანამშრომლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის ან/და სხვა გზით მიღების უფლება.
11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო- სამედიცინო პუნქტის პირობებში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის, ბრალდებული/მსჯავრდებული, შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით, მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მოსამსახურის აზრი.
13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.
14. ექიმი სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.
15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.
მუხლი 59🔗. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება
1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) სასმელი წყლის და საკვების ხარისხი და ოდენობა, საკვების მომზადების სანიტარიულ- ჰიგიენური პირობები;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ყოველდღე;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობა.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულებას.
4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს დეპარტამენტს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.
მუხლი 60🔗. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება
1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.
თავი VII
დაწესებულებაში შესვლა
მუხლი 61🔗. დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. სამინისტროს მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან:
ა) მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვით;
ბ) მინისტრის ან დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.
3. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე.
4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.
5. დაწესებულებაში შემსვლელი ყველა პირი ექვემდებარება შემოწმება/დათვალიერებას. აღნიშნულზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია პირი არ შეუშვას დაწესებულებაში.
6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. ნებართვას გასცემს მინისტრი ან დეპარტამენტის დირექტორი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
მუხლი 62🔗. დაწესებულებაში შესვლის წესი
1. პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში – გუშაგი) საზოგადოებრივი მისაღებიდან საკონტროლო-გამშვებ პუნქტის მიმართულებით გაატარებს:
ა) სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტისა და დაწესებულების მომსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;
ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;
გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს – დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების; დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული საშვი;
დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
2. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხდება დაწესებულებაში შემსვლელ პირთა, მათი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმება-დათვალიერება, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილო ოთახებში. ქალები და მამაკაცები მოწმდებიან ცალ-ცალკე, იმავე სქესის წარმომადგენელთა მიერ, პატივისა და ღირსების შეულახავად.
3. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, დაწესებულებაში შემსვლელი პირები მოწმდებიან მეტალო-დეტექტორის მეშვეობით, ტანსაცმლის გაუხდელად, თუმცა ფეხსაცმლის გახდით და მისი საფუძვლიანი დათვალიერებით.
4. შემოწმების ჩამტარებელი პირი გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, შემოწმების ჩამტარებელი პირი მოახსენებს გუშაგს, რომელიც ამის შესახებ ატყობინებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას, სანაცვლოდ კი პირს აძლევს შესაბამის ნომერს.
5. შემოწმების ჩამტარებელი პირი სთავზობს შესამოწმებელ პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები.
6. აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და დგება ოქმი.
7. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შემოწმება-დათვალიერების შემდეგ დაწესებულებაში შემსვლელი პირი შედის საკონტროლო-გამშვებ დერეფანში.
8. საკონტროლო-გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს საკონტროლო-გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) უკან უბრუნებს საშვს, ხოლო პირადობის დამადასტურებელ საბუთს იტოვებს;
დ) გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით);
ე) არ დაუშვებს საკონტროლო-გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი.
9.პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
10. დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია დებულების დანართი №5-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.
11. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.
12. დაწესებულებაში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით.
13. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 63🔗. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი
1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები;
2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
თავი VIII
მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 64🔗. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 65🔗. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
მუხლი 66🔗. საჩივრის ადრესატი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს, ხოლო დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრით – მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.
მუხლი 67🔗. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/ მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს სოციალური მუშაკის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 68🔗. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა
1. დაწესებულებამ მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.
2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.
3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.
მუხლი 69🔗. საჩივრების ყუთი
1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების თითოეულ სართულზე, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ბრალდებული/ მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად.
2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.
3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
4. სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან სოციალურ დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
5. სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ოპერატიული მორიგის ან სოციალურ დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. სოციალური მუშაკი ვალდებულია დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არა უგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი შეკეთება ან ახალი ყუთის განთავსება დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
მუხლი 70🔗. კონფიდენციალური საჩივარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. სოციალური მუშაკი და ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლები არ არიან ვალდებული უზრუნველყონ იმ საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვა, რომელზედაც არ არის მითითებული ადრესატი.
4. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რის შემდგომაც მოქმედებს დებულების 69-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
მუხლი 71🔗. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.
2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 72🔗. საჩივრის განხილვის ვადები
1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 73🔗. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.
2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არაუგვიანეს 24 საათისა.
მუხლი 74🔗. საჩივრის განხილვის შედეგები
1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
2. საჩივრის განხილვის შედეგებს ბრალდებული/მსჯავრდებული ეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, რის შესახებაც დგება ხელწერილი და ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 75🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
მუხლი 76🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 77🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
1. მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ზ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.
2. შესაბამისი ორგანოს თანხმობით, ბრალდებულის მიმართ დაწესებულებამ შესაძლებელია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.
მუხლი 78🔗. დისციპლინური დარღვევა
1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;
ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
თ) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
ი) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
კ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან სხვა საკანში ან დაწესებულების გარეთ;
ლ) დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების დანაყოფის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დებულების დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.
3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა/ტექნიკა.
4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.
6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენას.
მუხლი 79🔗. ბრალდებულის დისციპლინური სახდელის სახეები
1. დაწესებულება უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის ბრალდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 80🔗. მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები
1. დაწესებულება უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილების მიცემა;
ბ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ, მაგრამ არაუმეტეს ზედიზედ 2-ჯერ;
გ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
დ) პირადი კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.
მუხლი 81🔗. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.
2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის გამართვამდე განემარტება უფლება (დებულების დანართი №9), მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ დგება ოქმი.
5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა. ბრალდებულს/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
10. ზეპირი სხდომისას იწარმოება სხდომის ოქმი (დებულების დანართი №10).
მუხლი 82🔗. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება (დებულების დანართი №11) უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სხვა);
ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს თარჯიმნის მოწვევის ფაქტის შესახებ.
5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 83🔗. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე ან აღსრულების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრამდე.
მუხლი 84🔗. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას
1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.
4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
მუხლი 85🔗. ბრალდებულის საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა
1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი როგორც წესი მოთავსებულია სხვა ბრალდებულებთან ერთად.
2. დაუშვებელია ბრალდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი ბრალდებული სარგებლობს ყველა უფლებით გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.
4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ ბრალდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება დღეში, არანაკლებ ერთი საათისა.
5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული ბრალდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.
მუხლი 86🔗. სამარტოო საკანში მოთავსება
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.
3. სამარტოო საკანში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსითა და დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.
5. დაუშვებელია ბრალდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
6. დაწესებულება ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 87🔗. ადმინისტრაციული პატიმრობა
1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.
2. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის №3 ბრძანებით.
მუხლი 88🔗. დისციპლინური დარღვევების პრევენცია
1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის და მათი თავიდან აცილების მიზნით.
2. დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
თავი X
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლება
მუხლი 89🔗. გათავისუფლების საერთო წესი
1. გათავისუფლებული მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.
3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.
4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.
5. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ, განაცხადებს უარს აღნიშნულზე.
6. ბრალდებულის გათავისუფლება ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
თავი XI
სამართლებრივი რეჟიმის განხორციელება
მუხლი 90🔗. სამართლებრივი რეჟიმი
1. სამართლებრივი რეჟიმი გულისხმობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის, დღის წესრიგის დაცვისა და დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. სამართლებრივი რეჟიმის დაცვას საგუშაგოებზე უზრუნველყოფენ ერთი მთავარი ინსპექტორისა და ორი ინსპექტორ-კონტროლიორისაგან შემდგარი ჯგუფები. დაწესებულების კორპუსზე განთავსებული ჯგუფები ანგარიშვალდებულნი არიან სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცრის წინაშე, ხოლო დაწესებულების დარჩენილ ტერიტორიაზე განთავსებული ჯგუფები –
ოპერატიულ მორი
გის წინაშე.
3. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი ანგარიშვალდებულია ოპერატიული მორიგის წინაშე და პერიოდულად მოახსენებს მას ჯგუფების მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.
მუხლი 91🔗. სამორიგეო ცვლა
1. დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით, იქმნება სამორიგეო ცვლა. სამორიგეო ცვლა არის, ოპერატიული მორიგის თანაშემწისა და საგუშაგოებზე სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.
2. სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს სამორიგეო ცვლის უფროსი – ოპერატიული მორიგე. ოპერატიული მორიგის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე.
3. სამორიგეო ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:
ა) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა დაცვას;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების მიმდინარეობის ზედამხედველობას;
ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;
ვ) აკრძალული ნივთების ამოღებას და შესაბამის რეაგირებას;
ზ) საკნის ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
5. სამორიგეო ცვლის ჯგუფები, ნაწილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საგუშაგოებზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
6. თუ უფლებამოსილ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამართლებრივი რეჟიმის დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება, იგი აღნიშნულის შესახებ აცნობებს დაწესებულების დირექტორს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების რაზმის გამოყენების თაობაზე.
7. საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც სამორიგეო ცვლის ჯგუფებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების შესახებ. ამ ბრძანებაში აღინიშნება არსებული დანაყოფი/დანაყოფები და საგუშაგო/საგუშაგოები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისათვის.
8. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.
9. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენვიურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების სამორიგეოში, ხოლო მესამე – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში.
10. საგუშაგოზე მყოფი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და შესაბამისი ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული დაწესებულებაში არსებული ვითარების თაობაზე, საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.
11. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
12. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს, ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის სამორიგეოსთან.
მუხლი 92🔗. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება
1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე განაწილების თაობაზე ახალი ცვლის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
2. ახალი ცვლის ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და ოპერატიული მორიგის თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.
3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს ცვლის მოწყობას საგუშაგოების მიხედვით.
4. სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ცვლის ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.
6. ცვლის ოპერატიული მორიგე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერს გადასცემს საგუშაგო ტაბელს, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცერი ანაწილებს მოსამსახურეებს საგუშაგოებზე (ჯგუფებად), ჯგუფის მთავარ ინსპექტორს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.
7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ცვლის ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან, დაწესებულების მოსამსახურეებიდან, ან ავალებს სხვა მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.
8. განაწილების დასრულების შემდეგ ჯგუფი გადადის დანაყოფის შესაბამის საგუშაგოზე და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.
9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
10. დილის შემოწმება ცვლის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის საგუშაგოების ჯგუფების მიერ.
11. თავდაპირველად ხორციელდება საგუშაგოების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ჯგუფის წევრებისა და წინა ცვლის ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ჯგუფის წევრის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის ჯგუფის ერთი წევრი განაგრძობს საგუშაგოზე საქმიანობას.
12. დაწესებულების ტერიტორიის შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
ბ) მოწმდება ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;
გ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:
გ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
გ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
დ) მოწმდება საგუშაგოს შეუმოწმებელი ტერიტორიები.
13. საკომუნიკაციო შახტის კარები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.
14. წინა და ახალი სამორიგეო ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ:
ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი მოუწოდებს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემზადოს შემოწმებისთვის და ხელბორკილის დასადებად პირისახით კედლისკენ შეტრიალდეს;
ბ) წინა ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრი აღებს საკნის კარებს, საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის წევრები. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ბრალდებულს/მსჯავრდებულს ადებს ხელბორკილს, ხოლო ჯგუფის დანარჩენი წევრები:
ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
15. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ჯგუფის წევრი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სპეციალურ საკანში/საკანში.
16. საკნისა და მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.
17. რომელიმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში/საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და საფუძვლიანობა და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგე ახალი სამორიგეო ცვლის ოპერატიულ მორიგეს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.
18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში/საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება ოპერატიულ მორიგეს.
19. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება ოპერატიულ მორიგეს.
20. ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორისაგან იბარებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
21. ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი ძველი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საკნისა გასაღებებს და შესაბამისად, ამ მომენტიდან მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
22. წინა და ახალი საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები, აგრეთვე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების კორპუსის ოფიცრები იკრიბებიან შესაბამის წინა და ახალ ოპერატიულ მორიგეებთან და მოახსენებენ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.
23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის ოპერატიული მორიგეები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოპიცრები – კორპუსის სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის სამორიგეოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის ოპერატიულ მორიგე, მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დაწესებულების დირექტორის მოადგილეს და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბს.
მუხლი 93🔗. საღამოს შემოწმება
1. საღამოს შემოწმება ჯგუფის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, შემოწმებას უშუალოდ ახორციელებს სამორიგეო ცვლა (ჯგუფი).
2. საღამოს შემოწმება ხორციელდება დებულების შესაბამისად.
3. საკნების ვიზუალური დათვალიერების დროს ჯგუფის წევრი ამოწმებს სპეციალურ საკანში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ფაქტს, მოუწოდებს მას/მათ დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დარჩენილი ტერიტორიების შემოწმებას, კერძოდ:
ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
4. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს დებულების შესაბამისად, დილის შემოწმების ანალოგიურად.
მუხლი 94🔗. სარეზერვო ჯგუფი
1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება სარეზერვო ჯგუფი. სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები.
2. სარეზერვო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებით.
3. სარეზერვო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;
ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას;
4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;
ბ) ოპერატიული მორიგის ან მისი თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების დათვალიერებაში;
გ) განახორციელონ ხელმძღვანელობის სხვა მითითებები.
მუხლი 95🔗. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის
1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულ იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დაწესებულების დირექტორის დავალებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.
4. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.
5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა) დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
თავი XII
სწრაფი რეაგირების რაზმი
მუხლი 96🔗. სწრაფი რეაგირების რაზმი
1. სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისა და საგანგებო ვითარების ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, სწრაფი რეაგირების განყოფილების მოსამსახურეებისაგან, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იქმნება სწრაფი რეაგირების რაზმები.
2. სწრაფი რეგირების რაზმი შედგება სათანადო მომზადებისა და უნარების მქონე არანაკლებ ხუთი მოსამსახურისაგან, რომელთაგან ერთი ინიშნება სწრაფი რეაგირების რაზმის უფროსად.
3. სწრაფი რეაგირების რაზმის უფროსი ხელმძღვანელობს რაზმის საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და ინსტრუქციებს.
4. სწრაფი რეგირების რაზმის წევრები არიან სპეციალურად აღჭურვილნი და აქვთ დაწესებულების შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანების შესაბამისად.
5. სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს, სამსახურებრივი მოვალეობების განხოციელებისას, სახე აქვთ დაფარული და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნუმერაციით, რომელიც აისახება მოსამსახურის ფორმაზე ოთხივე მხრიდან, მათ შორის ჩაფხუტზე. ნუმერაციის შეცვლა/განახლება ხდება პერიოდულად. სწრაფი რეაგირების რაზმების ნუმერაციის განსაზღვრის, მისი შეცვლა/განახლების შესახებ დაწესებულების დირექტორი გამოსცემს საიდუმლო ბრძანებას, რომელიც ინახება დაცულ ადგილას.
6. ყველა მოსამსახურე ვალდებულია არ გაამჟღავნოს სწრაფი რეგირების რაზმის წევრის ვინაობა. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს კანონმდებლობით დადგენილ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
7. სწრაფი რეაგირების რაზმები განთავსებულნი არიან დაწესებულების ადმინისტრაციული კორპუსის სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ოთახებში.
მუხლი 97🔗. სწრაფი რეაგირების რაზმის გამოძახება
1. მსჯავრდებულის მიერ სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის ან დაწესებულებაში სხვა საგანგებო ვითარების დროს, საგუშაგოზე სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ოპერატიულ მორიგეს. ოპერატიული მორიგე შექმნილი სიტუაციის შესახებ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო მისი არყოფნის შეთხვევაში - მის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და თანხმობის შემთხვევაში იძახებს სწრაფი რეაგირების რაზმს.
2. სწრაფი რეაგირების რაზმი, ადგილზე გამოცხადებისთანავე, მსჯავრდებულს ინსტრუქციით დადგენილი წესით მოუწოდებს სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის შეწყეტისა და მათი კანონიერი მოთხოვნებისადმი დამორჩილებისაკენ.
3. გაფრთხილების მიუხედავად, მსჯავრდებულის მხრიდან სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების რაზმი უფლებამოსილია მიმართოს ფიზიკური იძულების ღონისძიებებს.
4. სწრაფი რეაგირების რაზმის ყოველი ქმდება, მისი გამოძახებიდან ვითარების განმუხტვამდე, ექვემდებარება ვიდეოგადაღებას რაზმის უფროსის ან სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის მიერ. გადაღებული მასალის დაარქივება და შენახვა ხდება „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების შესაბამისად.
5. სწრაფი რეაგირების რაზმის მოქმედების დასრულებისთანავე მათ მიერ დგება შესაბამისი ანგარიში და წარედგინება დაწესებულების დირექტორს. ანგარიშს თან ერთვის გადაღებული მასალის ვიდეოფირი. სწრაფი რეაგირების რაზმის მიერ შედგენილი ანგარიში საიდუმლო დოკუმენტია და მისი გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საამისოდ უფლებამოსილ პირებს.
თავი XIII
გარდამავალი დებულება
მუხლი 98🔗. გარდამავალი დებულება
დაწესებულებაში განთავსებული ის მსჯავრდებულები, რომელთა საშიშროების რისკის სახეც რისკების შეფასების გუნდის მიერ არაა დადგენილი, რჩებიან დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით და მათზე ვრცელდება დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შესაბამისი სასჯელის მოხდის პირობები, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
დანართი №1
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალებათ ბრალდებულებს/ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
12. ბანქო.
13. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
14. მობილური ტელეფონები.
15. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).
16. კომპასები.
17. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
18. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
შენიშვნა: ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით, შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს აკრძალულ ნივთს ან/და ნივთიერებას.
დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები: ყველა სახეობის ხილი, კენკროვანი ხილის, ყურძნის, ნესვის და საზამთროს გარდა (ერთდროულად ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა).
2. თაფლი ქარხნული წესით დამუშავებული, შუშის ქილის გარეშე (ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა).
3. სასმელი (ქარხნული წესით დალუქული მინერალური წყლები და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები შეფერილობის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა.
4. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის" და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
5. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
7. საცვალი და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.
8. პირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
9. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
10. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
11. რვეული, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
12. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა.
13. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არა უმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას).
14. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.
15. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
16. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
დანართი №3
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა დასაგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).
3. თამბაქო და ასანთი.
4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
5. საცვლები (თბილი და უბრალო).
6. წინდები, ოთახის „ჩუსტები“, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი.
8. რეიტუზები, ქამრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი.
9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი დებულებით დადგენილი წესით.
10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
11. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
12. ლიტერატურა.
13. ჟურნალ-გაზეთები.
14. სპორტული ტანსაცმელი.
15. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
16. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
17. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
18. ტელევიზორი, რადიომიმღები.
19. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
დანართი №4
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვებისპროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა შეიძლება მიიღოს ამანათის სახით – ფოსტის მეშვეობით, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. თაფლი – ქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არაუმეტეს 3 კილოგრამისა.
2. მინერალური წყალი – ქარხნული წესით დალუქული, ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა.
3. სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა), არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის" და ტყავის გარდა), არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტერი (თავსაფრის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კეტი“, „ბოტასი“), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
4. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის, მოთეთრო - საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი), ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
6. საცვალი და წინდა (სეზონური), ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.
7. პირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის, მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
8. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
9. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი), ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
10. რვეული, ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს.
11. არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი, ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა.
12. წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-ს, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას).
13. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.
დანართი №5
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
4. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.
5. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).
8. საკვები და ყველა სახეობის სასმელი პროდუქტი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).
14. ბანქო.
15. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
16. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).
17. კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.
19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
დანართი №6
იმ სამუშაოების და თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზედაც აკრძალულია ბრალდებულთა მუშაობა
1. მუშაობა ნებისმიერ საჯარო სამსახურში.
2. მუშაობა იმ შენობებში, სადაც განლაგებულია გარე დაცვის სამსახურისა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების პირადი შემადგენლობა, ინახება იარაღი, სამსახურებრივი დოკუმენტაცია, სპეციალური ტექნიკური საშუალებები.
3. დაცვის ტექნიკური საშუალებების მომსახურება და რემონტი.
4. შიდა აკრძალულ ზონაში განლაგებული დაცვის საინჟინრო საშუალებების მომსახურება და რემონტი.
5. მუშაობა გადასამრავლებელ, რადიოსატელეგრაფო, სატელეფონო, ფაქსის ტექნიკასთან.
6. მედიკამენტების, ასაფეთქებელი და მომწავლელი ნივთიერებების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.
7. მუშაობა დაქირავებული მუშების დაქვემდებარებით.
8. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა.
9. მუშაობა გამყიდველებად, ბუღალტრებად, მოლარეებად, საწყობების უფროსებად.
დანართი №7
განცხადება
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის/გზავნილის გადაცემის შესახებ
დაწესებულების დირექტორს
ბატონ/ქალბატონ _________________________________________
განმცხადებლის გვარი, სახელი _____________________________
დაბადების წელი __________________________________________
(განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული)
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ______________________
ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი ___________________
საცხოვრებელი ადგილის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ______________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებულ დაწესებულებაში განთავსებულია (ბრალდებული/მსჯავრდებული) _____________, რომელიც არის ჩემი ________________________. გთხოვთ, მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემ მიერ ან/და ჩემი თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) __________________ (მიეთითება სახელი და გვარი) არის განხორციელებული.
ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი/გზავნილი და ვადასტურებ, რომ გავეცანი დაწესებულების დებულების პირველი და მეორე დანართებით დადგენილი ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა) არ დევს.
გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის.
________________________________________
განმცხადებლის ხელმოწერა
„–––“ „ ––––––“ 20 წ.
გთხოვთ, მიიღოთ ამანათი/გზავნილი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:
1
9
2
10
3
11
4
12
5
13
6
14
7
15
8
16
განცხადება შესრულებულია ჩემ მიერ, რასაც ხელმოწერით ვადასტურებ
____________________________________
განმცხადებლის ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
ამანათი/გზავნილი შემოწმებულია ჩემს მიერ და შეესაბამება დებულების დანართი №2-ით განსაზღვრულ იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის/გზავნილის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად და ამ განცხადებაში აღნიშნულ ამანათში/გზავნილში მოთავსებული ნივთებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
_______________________________________________
ამანათის/გზავნილის შემოწმებაზე უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
განცხადება ჩავიბარე
_____________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
დანართი №8
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი
„––––––– “„––––––––––––“ 20 წ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ამ/წლის „––––––“„––––––––––“ –––––––– (საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):
1._____________________________________________________________
2. _____________________________________________________________
3. ____________________________________________________________
4. ____________________________________________________________
5. ____________________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი
____________________________________________________
დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო _______________________________________
დარღვევის შინაარსი:
ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების ––––– მუხლის –––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
________________________________________________________________
_____________________________________________________________
______________________________________________________________
______________________________________________________________
______________________________________________________________
_______________________________________________________
დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1. ______________________________________________________________
2. ______________________________________________________________
3. ______________________________________________________________
4. _______________________________________________________________
დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:
______________________________________________________________
______________________________________________________________
______________________________________________________________
______________________________________________________________
______________________________________________________________
____________________________________________________
სხვა ინფორმაცია:
_________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
_______________________________________________________
ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით :
1. ______________________________________________________________
2. _______________________________________________________________
3. ________________________________________________________________
4. ________________________________________________________________
5. ________________________________________________________________
დანართი №9
დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულება
„ ––––––– “ „–––––––––––––––“ სთ. 20 წ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულება ----------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------
(დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)
ბრალდებული/მსჯავრდებულ-----------------------(სახელი, გვარი,მამის სახელი) დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემდეგ გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: უფლება აქვს მისცეს ახსნა–განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ დარღვევის საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ. აგრეთვე, აქვს ზეპირი მოსმენის დროს დაჯდომის და ჩანაწერების გაკეთების, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების უფლება.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი _________ დიახ/არა
მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________ დიახ/არა
მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________ დიახ/არა
ზეპირი მოსმენის შემთხვევაში
მსურს დავესწრო სხდომას _________ დიახ/არა
გავეცანი და ვადასტურებ ხელისმოწერით:
____________________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
უფლებები გავაცანი და ოქმი შევადგინე:
__________________________________________________________
დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა
შენიშვნა: დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება დაერთვის ოქმს.
დანართი №10
დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი
„ ––––––– “„––––––––––––––––“ 20 წ. გარდაბნის მუნიციპალიტეტი
სხდომა დაიწყო ––––––––– სთ. დამთავრდა –––––––– სთ.
სხდომის მდივანი (შემდგენი) ––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ტარდება ზეპირი მოსმენის სხდომა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი მამის სახელი) მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.
სხდომას ატარებს: ______________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
სხდომაზე გამოცხადდნენ:
ბრალდებული/მსჯავრდებული _______________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
ადვოკატი ______________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
მოწმე __________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
დაზარალებული _______________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––– მიერ ჩადენილ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების ________ მუხლის ___________ პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:
_________________________________________________________________
__________________________________________________________________
________________________________________________________________
_________________________________________________________________
_________________________________________________________________
________________________________________________
დაინტერესებული მხარის პოზიცია:
________________________________________________________________
________________________________________________________________
________________________________________________________________
_______________________________________________________________
________________________________________________________________
___________________________________________________
ბრალდებული/მსჯავრდებული:
___________________________________________________________________
__________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
__________________________________________________________________
______________________________________________________
დამცველი:
________________________________________________________________
________________________________________________________________
_________________________________________________________________
________________________________________________________________
_________________________________________________________________
_______________________________________________________
მოწმე:
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
_________________________________________________________________
_______________________________________________________
დაზარალებული:
_________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
__________________________________________________________________
_______________________________________________________
შენიშვნა:
__________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
_______________________________________________________
ოქმი შევადგინე
_______________________ / ________/
ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა
დანართი №11
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
№6 პენიტენციური დაწესებულება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ დირექტორის განკარგულება №
„ ––––––– “„––––––––––––––“ სთ. 20 წ. №_____________
(გამოცემის დრო) (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
№6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ––––––––––––––– ზეპირი მოსმენით/ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა –––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––– მუხლის _____პუნქტით/ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
____________________________________________________________________
________________________________
დარღვევის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––დარღვევის
გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) –––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული _________________________________________________
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1. __________________________________________________________________
2. ___________________________________________________________________
3. ___________________________________________________________________
4. ____________________________________________________________________
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განემარტება პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები.
დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და №6 პენიტენციური დაწესებულების დებულებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულ _________________(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელის სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მსჯავდებულს ან მის ადვოკატს, რასაც ადასუტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი დაერთვება მსჯავდებულის პირად საქმეს.
3. განკარგულება, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განკარგულება შესაძლოა ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წესით, ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: _____________ _______). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
დაწესებულების დირექტორი _________