სამსახურში იარაღზე ნომრის ცვეთისას (თუ ნომერი არ იკითხება), მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახსენოს უშუალო უფროსს აღნიშნულის თაობაზე, რომელიც, თავის მხრივ, მოახსენებს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, რომელიც იარაღზე შესაძლო ტექნიკური ზემოქმედების კვალის დასადგენად და ტყვია-მასროთეკის ობიექტებთან შედარების მიზნით იარაღს წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ იარაღზე ბუნებრივი ცვეთის დადგენის შემთხვევაში, იარაღი იგზავნება ნომრის აღდგენის მოთხოვნით ამისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში.
2.
იარღის განზრახ დაზიანების ან თვითნებურად დატანილი ნომრის აღმოჩენის, ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი სათანადო რეაგირებისთვის პატაკით მიმართავს უსაფრთხოების დირექტორატს.
თავი X
სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვისა და აღრიცხვის საერთო კონტროლ