შეიარაღების ჩამოწერა ხორციელდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №65 ბრძანებით გათვალისწინებული წესით.

2.
საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ვარგისიანობის დაკარგვის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი კომისიის მიერ განიხილება საკითხი ქონების ჩამოწერის თაობაზ