სამსახურის იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების ორიგინალები ინახება ოპერატიულ მორიგესთან, მცირე ზომის სპეციალურ ყუთში/კონტეინერში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე, რომელიც სამუშაო დღის დამთავრებამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) ისევ ბარდება ოპერატიულ მორიგეს (სხვა დანარჩენ შემთხვევაში კატეგორიულად იკრძალება საიარაღო ოთახისა და კარადების გასაღებების სხვა პირებისათვის გადაცემა). გასაღებების ჩაბარების დროის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა კეთდება გასაღების მიღება-ჩაბარების ჟურნალში. ბეჭედი (პირადი ლუქი ან ერთჯერადი ლუქები) რჩება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან.
2.
იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის საიარაღო ოთახის და ლითონის კარადების გასაღებების მეორე ეგზემპლარები – მუდმივად ინახება უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელთან, მცირე ზომის სპეციალურ ყუთში (დალუქულ მდგომარეობაში) მოთავსებული. აღნიშნული ეგზემპლარების გაცემა დასაშვებია გასაღებების დაკარგვის შემთხვევაში, მხოლოდ სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფროსის მოადგილის განკარგულებით (კარების გახსნა ხდება კომისიური წესით). გასაღებების დაკარგვისას საკეტები იცვლება დაუყოვნებლივ.
3.
განსაკუთრებულ შემთხვევაში (სტიქიური უბედურება, ხანძარი, განგაში და სხვა) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საიარაღო ოთახი და ლითონის კარადები შეიძლება გახსნილ იქნეს, სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ან მოადგილის განკარგულებით, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის გარეშე, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორიგინალი გასაღებების საშუალებით, ოპერატიული მორიგის მიერ, არანაკლებ ორი მოსამსახურის თანდასწრებით, რის შესახებაც დგება სათანადო აქტი, შესაბამისი ხელმოწერებით. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგილე. ამავდროულად ოპერატიული მორიგის მიერ იმავე წესით შეიძლება დროებით გაცემულ იქნეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი უწყისით, რომელსაც ხელს აწერს იარაღის მიმღები მოსამსახურე და ამტკიცებს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგილე. მოსამსახურე (მოსამსახურეები), რომელსაც შეიძლება დროებით გადაეცეს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი განისაზღვრება იმ ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ, რომლებზედაც ტაბელით არის გათვალისწინებული შეიარაღება).

4.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ქვედანაყოფზე ან მოსამსახურეზე ტაბელით გათვალისწინებული შეიარაღების რაოდენობის ზემოთ იარაღის გაცემის ნებას რთავს სამსახურის უფროსი ან სამსახურის უფროსის მოადგილე.
5.
ოპერატიული მორიგის მიერ საიარაღო ოთახის ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წესით გახსნის შემდეგ, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მოახდინოს შედარება სააღრიცხვო მონაცემებსა და ადგილზე ფაქტობრივ მდგომარეობას შორის, შეადგინოს აქტი და აღნიშნულზე მოახსენოს სამსახურის უფროსს ან სამსახურის უფროსის მოადგილეს.თავი VI
იარაღის ჯილდოდ გადაცემ