სამსახურის მოსამსახურეთა სასწავლო ან/და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინების პერიოდში, მათზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით ბარდება შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულ შემთხვევებში მოსამსახურეს ეძლევა იარაღის შემცვლელი ბარათი (დანართი №7).

2.
მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან დათხოვნისას დაუყოვნებლივ ჩააბაროს მასზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით. (წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი)