სააღრიცხვო დოკუმენტებში მექანიკური შეცდომების გასწორება ხორციელდება სათანადო პატაკის საფუძველზე.
2.
აღრიცხვის ამსახველი აუცილებელი დოკუმენტები იკერება საქმეებად.
3.
დანომრილი, აკინძული, შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული სააღრიცხვო დოკუმენტები არსებული წესით ტარდება სპეციალურ ჟურნალში, საიდუმლო მონაცემების შემცველი სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაცია წარმოებს საიდუმლო საქმის წარმოების დადგენილი წესით.თავი III
სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება, გაცემა და ჩაბარებ