სამსახურის უფროსის ბრძანებით სამსახურში ინიშნება უფლებამოსილი პირი (შემდგომში – შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ევალება სამსახურის ბალანსზე არსებული იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის აღრიცხვის, ბრუნვის, შენახვის, გაცემის, დაცვის ორგანიზაცია, საიარაღო ოთახში არსებული შეიარაღების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და მათზე მატერიალური პასუხისმგებლობა.

2.
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ან უფროსის მოადგილის განკარგულებით განისაზღვრება დროებით უფლებამოსილი პირი.

3.
შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან დროებით უფლებამოსილ პირზე იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის დროებით გადაცემა ხდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილე