სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გასაცემად და მუდმივი ტარების უფლების მისაღებად მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)
მოსამსახურეს უნდა ეკავოს „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით  დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-6 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა;

ბ)
მოსამსახურის მიმართ არ უნდა წარმოებდეს სამსახურებრივი შემოწმება;
გ)
მოსამსახურის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი  დევნა;
დ)
მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს გავლილი საცეცხლე მომზადება.
2.
მოსამსახურეს, სამსახურის სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი მუდმივი ტარების უფლებით გადაეცემათ პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.
3.
თანამშრომლის საკუთრებაში არსებული იარაღის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება ხორციელდება –
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუქტის შესაბამისად