იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სააღრიცხვო დოკუმენტებია: წიგნები, ჟურნალები, ზედდებულები, ბარათები, უწყისები, აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ოპერაციები.
2.
სააღრიცხვო წიგნი – ფორმა 1 (დანართი №1) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის და მოძრაობის ჩანაწერებისათვის.
3.
იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა-მიღების წიგნი – ფორმა 2 (დანართი №2) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების აღრიცხვისათვის.
4.
იარაღის მიმაგრების აღრიცხვის ბარათი – ფორმა 3 (დანართი №3) განკუთვნილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსამსახურეებზე მიმაგრების აღრიცხვისათვის, რომელიც წარმოებს იმ ზედდებულების საფუძველზე, რომლითაც გაიცა ან ჩაბარდა იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა საიარაღო ოთახიდან.
5.
დანაკლისების აღრიცხვის წიგნი –
ფორმა 4 (დანართი №4) განკუთვნილია სამსახურის სისტემაში დაღუპვის, განადგურების, არაკანონიერი ან ნორმის ზევით ხარჯვის, ძარცვა-დატაცების, სტიქიური უბედურების, ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის ან ცვეთის შედეგად დაკარგული მატერიალური საშუალებების „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით დანაკლისების აღრიცხვისათვის.
6.
შემოსავალ-გასავლისა და სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალი – ფორმა 5 (დანართი №5) განკუთვნილია სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციისათვის.
7.
ზედდებული –
ფორმა 6 (დანართი №6) წარმოადგენს საიარაღო ოთახიდან შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიერ ქონების მიღება-გაცემისას შეიარაღების სახეობისა და ოდენობის აღმნიშვნელ დოკუმენტს.
8.
იარაღის შემცვლელი ბარათი – ფორმა 7 (დანართი №7) წარმოადგენს მოსამსახურეზე იარაღისა და საბრძოლო მასალის განპიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს საიარაღო ოთახიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემისას.
9.
საინვენტარიზაციო აღწერა და შესამოწმებელი უწყისი – ფორმა 8 (დანართი №8) წარმოადგენს ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგების აღმრიცხველ დოკუმენტს