სამსახურში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შესანახ საიარაღო ოთახში გამოყენებული უნდა იყოს მშრალი სათავსოები, რომლებიც აკმაყოფილებენ შენახვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2.
საიარაღო ოთახის სათავსოების ფანჯრები და სავენტილაციო ღიობები აღჭურვილი უნდა იქნეს ძლიერი საკეტებით და ლითონის გისოსებით. საიარაღო ოთახის სათავსოები მოწყობილი უნდა იქნეს იარაღის შესანახი პირამიდებით, თაროებით ან რკინის კარადებით.
3.
საიარაღო ოთახი უნდა იყოს დალუქული, ოპერატიული მორიგის მიერ მორიგეობის მიღებისას (ჩაბარებისას) მოწმდება ლუქი, რაზედაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება მორიგეობის მიღება-გადაბარების ჟურნალში. ლუქის დაზიანების შემთხვევაში ოპერატიული მორიგე ატყობინებს შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, პარალელურად ზემდგომ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც კომისიური წესით ტარდება საიარაღო ოთახის გახსნა და შეიარაღების, საბრძოლო მასალების ინვენტარიზაცია. ასევე საიარაღო ოთახი უნდა იყოს აყვანილი სიგნალიზაციაზე ოპერატიულ მორიგესთან, ან საიარაღო ოთახზე უნდა იყოს მიმართული სადღეღამისო სათვალთვალო კამერა