1.
მოსამსახურე მასზე განპიროვნებულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას ინახავს სამუშაო ადგილის შესაბამისად მის პირად სეიფში ან ლითონის კარადაში.
2.
იარაღი, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, კანონმდებლობის მიხედვით, მოსამსახურის საცხოვრებელ ადგილას ინახება ლითონის კარადაში ან სეიფში.
3.
იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცებისას მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას, უშუალო უფროსს და შეიარაღებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. აღნიშნულის შესახებ ეცნობება აგრეთვე სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატს, რომელიც დადგენილი წესით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას.
საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 02.07.2024
მუხლი 18
თავი IV — სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება და შენახვა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2024. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/09/2015.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 18, №197, 09.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 130060000.43.048.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2970795/muxli-18/